კრიმინალი • 1642767135
მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა 14 წლის გოგო ადრეულ ქორწინებას გადაარჩინა - რადიო MarneuliFm -ის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგმა, როდესაც მოზარდის დანიშვნის შესახებ გაიგო, დაუყოვნებლივ მიმართა სახალხო დამცველს.
"ბავშვი არის მეცხრე კლასში. მასზე ბევრად უფროსზე აპირებდნენ დაქორწინებას. იცი როგორ გააკეთებდნენ ამ ამბავს? დაამთავრებდა მეცხრე კლასს და მერე აღარ დაბრუნდებოდა , 9 კლასის ატესტატს აიღებდა. სკოლას უკვე იმის იქით აღარ აქვს უფლება მოიძიოს სად წავიდა, რა გააკეთა. სკოლაში აღარ ირიცხება ეს მოსწავლე და ამ ვალდებულება გვეხსნება. დანიშნეს წინასწარ და წინ წაიგდეს საქმე ასე ვთქვათ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის შესაძლებლობა, რომ რაღაცით მაინც დავეხმაროთ იმიტომ, რომ 14 წლის ბავშვისთვის, ნიშნობის დღეს მთავრდება მისი ცხოვრება. საუბარი მაქვს მის განვითარებაზე, განათლებაზე. მთელმა სოფელმა იცის ეს ამბავი რომ იმ სახლში არის ნიშნობა, აქ ქორწილს ეძახიან. მე ძალიან ვაფასებ მარნეულში მოქმედ ყველა ორგანიზაციას, ვინც უფლებრივი კუთხით მუშაობს. მასწავლებელს შეუძლია ერთი ინფორმაცია მიაწოდოს მათ და მცირედი წვლილი შეიტანოს, დანარჩენს ორგანიზაცია აკეთებს.
"ბევრი რომ მოიქცეს ასე, დარწმუნებული ვარ, ხშირი ფაქტები აღარ იქნება და რამე შეიცვლება. ნიშნობა შედგა, მაგრამ ბავშვი მშობლების სახლიდან არ წაუყვანიათ. მათ უკვე შეეშალათ ხელი, ქორწინება აღარ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. რა ვიცი, პოლიციის და კანონის წინააღმდეგ თუ წავიდნენ... 90%-ით ვვარაუდობ, რომ ეს ქორწინება სრულწლოვნობამდე არ იქნება. რაც შეეხება გოგოს ემოციებს, ის ვერც ხვდება რა ხდება. იმდენად პატარაა, იმდენად გაუთვითცნობიერებელია ამ ყველაფერში, რომ ვერ ხვდება. რომ ველაპარაკები ეღიმება, მორცხვობს. სკოლა მართლა მარტო ის ხომ არ არის, მოხვიდე ბავშვებს ანბანი ასწავლო და ხელფასი აიღო? ჩემთვის გაცილებით მეტია და ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი" - ამბობს პედაგოგი.
მთავრობის ადმინისტრაციასთან, პოლიციელებმა ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩატენეს. პოლიციის განცხადებით, ის ტერიტორიას განარიდეს.
პოლიტიკა • 1713385597
ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიციის შეფმა ვაჟა სირაძემ ის მართალც წაიყვანა კანცელარიაში, ირაკლი კობახიძესთან შესახვედად, თუმცა გზაში გადაიფიქრა. "სირაძემ თქვა, აბა თუ არ გეშინია წამოდიო, გავყევი, მ...
პოლიტიკა • 1713385214
მთავრობის კანცელარიასთან - შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდება...
პოლიტიკა • 1713384712
"ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა გამბედაობა და გამოდიოდა ხალხთან. მასაც კი არ ეშინდოა ხალხთან ლაპარაკის და ამ არაკაცებს თავი არ აქვთ, გამოვიდნენ და ხალხს დაელაპარაკონ. ეს არის ვორონციოვის ხელისუფლება, რომელ...
პოლიტიკა • 1713384444
ლეკო ელისაშვილი სამართალდამცველებმა კანცელარიიდან განარიდეს - ამის შესახებ "პირველებთან" კანცელარიასთან მყოფი პოლიციელები აცხადებენ. "ალეკო არის პროვოკატორი და ის განრიდებულია", - ამბობს პოლიცია. მთავ...
პოლიტიკა • 1713384238
პოლიციის მაღალჩინოსანმა, ვაჟა სირაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სავარაუდოდ კანცელარიაში შეიყვანა. მასთან შსს-ს ბოსი პირადად მივიდა და უთხრა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიყვანდა...
პოლიტიკა • 1713384141
ეს საინტერესოა • 1713382289
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713296400
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713122762
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი