პოლიციამ აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

დაკავება

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აჭარასა და გურიაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია სამი პირი.

როგორც ძალოვანი უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს "BLOW MINI MOD 2003"-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ორი პირი - 1985 წელს დაბადებული ვ.ი. და 1989 წელს დაბადებული ს.ი. დააკავა. სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულების შემოწმებისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 3 მჭიდი და 1 ვაზნა.


გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ხ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს "BLOW MINI MOD 2003"-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა.


დანაშაულები 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
"ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან..." - მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” მმართველობაზე

მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" 12 წლიანი მმართველობის სხვადასხვა ნაბიჯებე წერს, რომელსაც "ღალატის  ქრონიკად" აფასებს:   "ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივან...

პოლიტიკა 1713612348

ირაკლი კობახიძე
პრემიერის მიერ წახალისებული ძალადობა თსუ-სთან - კობახიძის თვალწინ სავარაუდოდ "ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტს სცემა

პრემიერმინისტრის მიერ წახალისებული ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან - ირაკლი კობახიძის თვალწინ, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს ს...

პოლიტიკა 1713612275

გია ხუხაშვილი
„ნამდვილ ქოცად მაშინ მოინათლები…” - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ტესლაში” ზიხარ, შენს “აიფონზე” “ვოტსაფში” მოგწერენ, რომ “ფეისბუქში” უნდა დაპოსტო შენი “მაქბუქით” – “ამერიკის ელჩი აგენტიაო” და შენც შეასრულებ დავალებას,...

სოცმედია 1713611104

გვარამია ივანიშვილი
,, დარწმუნებული ვარ, ასეთზე ოცნებობს ახლა ივანიშვილი” – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: ,,ჰამელნელი მესტვირის ისტორია გახსოვთ? სტვირით რომ მოაჯადოვა ბავშვები, დაამწკრივა და გაუძღვა ქალაქიდან, წყალში შეიყვანა და ყველა დაახრჩო? და...

სოცმედია 1713610926

ღარიბაშვილი
„პატარა გადაცდომა და ყველა მკაცრად დაისჯება“ - ღარიბაშვილი აქციის მონაწილეებს ემუქრება

ატარა გადაცდომა და ყველა მკაცრად დაისჯება - ირაკლი ღარიბაშვილი აქციის მონაწილეებს ემუქრება. "ოცნების" თავმჯდომარე რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულებს ურჩევს "რაიმეს მოწყობის" ილუზია არ ჰქონდეთ...

პოლიტიკა 1713610798

ივანიშვილი-ღარიბაშვილი
„კაცმა თავი გადადო ჩვენი ქვეყნისთვის“ - ღარიბაშვილის ქებათა-ქება ივანიშვილს

ირაკლი ღარიბაშვილი ხოტბას კვლავ ბიძინა ივანიშვილს ასხმას - ყოფილი პრემიერი ოლიგარქს ქართველი ხალხისა და ქვეყნის სისხლიანი რეჟიმისგან გათავისუფლების გამო მადლობას უხდის. "ხელისუფლებაში ბატონი ბიძინა და...

პოლიტიკა 1713610649