საგამოძიებო სამსახურმა ვატო წერეთელზე თავდასხმის საქმის გამოძიებაზე უარი თქვა - რა ინფორმაციას ავრცელებს ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტის შესწავლაზე საგამოძიებო სამსახურმა უარი თქვა:

"გუშინ, აშშ-ს საელჩოში მომხდარი ამ მძიმე ინციდენტის შემდეგ, მედიაკოალიციის წარმომადგენელმა ნათია კაპანაძე, რომელიც იმყოფებდა იმ ტერიტორიაზე, მყისიერად დაუკავშირდა საგამოძიებო სამსახურს , შეატყობინა მომხდარს შესახებ და სთხოვა, რომ დაეწყოთ შესაბამისი მოქმედებები, მათ თქვეს, რომ ეს საქმე მათი ქვემდებარე არ არის." თქვა ნოდარ მელაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ჩართვისას. 
თავდასხმაში ანრი ოხანაშვილის გარდა "ოცნების" დეპუტატი ლევან მგალობლიშვილიც მონაწილეობდა, რასაც ნოდარ მელაძე სავარაუდო დანაშაულებრივ სქემას უკავშირებს, რომელშიც მისივე ინფორმაციით, მგალობლიშვილია ჩართული.

 

"ლევან მგალობლიშვილის თავდასხმას ვატო წერეთელზე მე პირადად ვუკავშირებ შაბათის ეთერის გამოძიებას მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენმა გუნდმა აღმოაჩინა რომ თბილისის ცენტრში სტრიპტიზ კლუბების ფართებს ფლობს ლევან მგალობლიშვილი. საუბარია კლუბებზე, სადაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს კანონის მიღმა მოქმედებებს და ეს ჩვენ ჩანაწერებით დავადასტურეთ" ამბობს მელაძე "დღის სტუმრის" ეთერში.  ტვ პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს ქართული ოცნების დეპუტატები თავს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე, გუშინ, 30 ივნისს, საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაესხნენ. ინციდენტში ანრი ოხანაშვილის გარდა მონაწილეობდნენ ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი, თუმცა როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ოდიშარია და ზარქუა კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163