სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა

სპეცოპერაცია

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 6 პირი:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 6 პირი.


თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში დააკავეს.


სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 15 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.


აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული კ.ა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 5 ვაზნა ამოიღეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თელავის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა ამოიღო.


სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ორი პირი - 1972 წელს დაბადებული თ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.


მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, თ.კ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 ვაზნა, ხოლო ქალაქ ზუგდიდში, გ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.


იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ზ.ჩ. ხონში იმავე ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 99 საბრძოლო ვაზნა.


დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - - ნათქვამია განცხადებაში.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევრო 2024
"უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?" - სოცქსელის მომხმარებელი ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებზე

"ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით: თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკ...

სოცმედია 1711657860

ბაია პატარაია
"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!" - ბაია პატარაია

"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?" წერს ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილ...

სოცმედია 1711657080

ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534