თბილისში დედის მკვლელობისთვის 17 წლის პირი დააკავეს, დაკავებულია მისი მეგობარიც

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ნ.ხ., ხოლო ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის 2003 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას - 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
რუსულ კანონთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

 ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალ დაინიცირებას სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან: „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველ...

პოლიტიკა 1713427269

ჯაფარიძე
„ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, წინ რუსული კანონის არაერთი მოსმენაა, კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ქუჩაში გასვლა“ - ზურა ჯაფარიძე

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო: 1. ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, საკუთარი, შვილების თუ შვილიშვილების თავ...

პოლიტიკა 1713424882

აქცია არა რუსულს
"ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს" - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები

ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს - ასე აფასებენს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები "ქართული ოცნების" მიღებულ გადაწყვეტილებას, მიიღოს რუსული კანონი. მოსამართლეები ყურადღებას კონსტიტუციის 7...

პოლიტიკა 1713424495

ელისაშვილი
„აგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი“ - ალეკო ელისაშვილი

"უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში გადამიყვანეს წერეთელზე რომ შსს...

პოლიტიკა 1713424145

ზურა ხაჩიძე
„სრული ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომ ეს კანონი მიიღოს, კარგად ვიცი მოსახლეობის განწყობები, ამ კანონში უმრავლესობა ვერაფერ რუსულს ვერ ხედავს“ – ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას სრული ლეგიტიმაცია აქვს მოსახლეობის დიდი ნაწილისგან, რომ მიიღოს კანონპორექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ამის შესახებ მან „იმედი LIVE“-ში...

პოლიტიკა 1713423813

ვიოლა ფონ კრამონი
„ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს ატარებს“ - კრამონი

"ივანიშვილის სიფრთხილის ზომებს ატარებს", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი "ოცნების" სპეცოპერაციას ივანიშვილის ქონების გადასარჩენად. ევროპარლამენტარი ქართველ ოლიგარქს მოუწოდებს, რომ...

პოლიტიკა 1713423605