"ახლა საქართველოს აქ უნდა დაეხმაროთ" - ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა

პოლიტიკა 1646387792

ოქრუაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ უკრაინაში საბრძოლველად წავიდა:

"ერთი კვირის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წინა დღეს, ტყვიავში ხეივანზე ვიჯექი და ვაზს ვსხლავდი. გამვლელ-გამომვლელი ახლობლები მეტწილად იმას მეკითხებოდნენ ვაზის სხვლის სწავლა როდისღა მოვასწარი, არადა რა სწავლა მაგას უნდა თუ მოინდომე. ზოგი იმას მეუბნებოდა თუ როგორ უკვირთ სოფელში, რომ უშუალოდ მე ვმუშაობ, თანაც ძალიან ბევრს.


მოკლედ, გაგანია ომი მიდის, ვაზს ვსხლავ და ამ უაზრო შექება-კითხვებით და ომის დაწყებით გაბრაზებული საკუთარ თავს ვლანძღავ - რა ჯანდაბას ვაკეთებ ახლა მე აქ, როდესაც იქ ჩვენი ომია და უკრაინელები საქართველოს ბედს წყვეტენ.


შუადღე გადასული იქნებოდა გურამ ჩალაგაშვილმა რომ დამირეკა - თბილისიდან შენთან ჩამოსვლა და დალაპარაკება მინდაო. ჯერ ისევ ხეივანზე ვიჯექი და სხვლას ვაგრძელებდი რომ მესტუმრა და ცეცხლზე ნავთი დამისხა - როდემდე აპირებ ამ სისულელეებით გართობას, რა შენი საქმე ვაზის სხვლა და ქლიავის ბაღების მოვლააო. სულ გამოვედი მდგომარეობოდან, ჩემი საყვარელი ვაზის მაკრატელი Felco 11 მარჯვნივ მივაგდე, გასაშლელი კიბე მარცხნივ და ახლა უკვე ჯაველინი მიჭირავს ვაზის მაკრატლის მაგივრად.


ალბათ ვერ წარმოვიდგენდი თუ 48 წლის ასაკში საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი თანაც იარაღით ხელში.


ვისაც გული გერჩით, თავისუფლების ფასი იცით და მინიმუმ კალაშნიკოვის გამოყენება შეგიძლიათ, ახლა საქართველოს აქ უნდა დაეხმაროთ - უკრაინაში.

პ.ს. არასოდეს დამავიწყდება პოლონეთის საზღვარზე ბევრი შეშინებული ბავშვის თვალები.#СлаваУкраiнiNo time to die" - წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიუ იორკი თავის დაწვა
ნიუ იორკის სასამართლოსთან, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდე...

მსოფლიო 1713597680

სტუდენტი
სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს...

პოლიტიკა 1713596794

ნათია ფანჯიკიძე
„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სოცქსელში წერს: „ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს - არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენე...

სოცმედია 1713596625

ლავროვი
„შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“...

მსოფლიო 1713596491

გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827