არ არის გამორიცხული ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს - დეკანოიძე

პოლიტიკა 1643203844

დეკანოიძე

ენმ-ს წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიცია წარმოდგენილი რეზოლუციის თანაავტორი ვერ იქნება. მისი თქმით, დილით წარმოდგენილ ვერსიაში რუსეთის შესახებ ჩანაწერი იყო, თუმცა, მოგვიანებით, ტექსტი შეიცვალა.

„იცით, რომ ჩვენი შენიშვნები მივეცით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის ტექსტისთვის, რომ რეზოლუცია ყოფილიყო აღმწერი და გამომხატველი იმ მდგომარეობის, რომელიც არსებობს დღეს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის განმეორებით სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო ტექსტში, რომელიც წარმოადგინა დღეს „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, გავაგრძელებთ მსჯელობას და არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, მაგრამ ამაზე მთლიანი ოპოზიციის პოზიციაა გასათვალისწინებელი.

გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას კომიტეტზე და ჩვენ ვაპირებთ საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას ის შენიშვნები რაც ჩვენს მიერ იყო მიცემული „ქართული ოცნებისთვის“. სამწუხაროა, რომ არ იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან გათვალისწინებული შენიშვნები მათ შორის ყველა იმ ტერმინოლოგიის დაცვით როგორც ხდება ხოლმე რეზოლუციის ფორმატში.

პირველ ვერსიაში და მათ შორის, შენიშვნების შემდეგ იყო ნახსენები რუსეთი, მაგრამ შემდეგ ტექსტის ის ცვლილებები, რაც მე მქონდა და ჩემს კოლეგებს, ეს ცვლილებები არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ მოახდენს თავისი ვარიანტის ინიცირებას, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ იყოს ჩვენი ალტერნატიული ვერსია, ან კომიტეტზე განვიხილოთ და საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას რაში არ ვეთანხმებით ამ რეზოლუციის ტექსტს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163

გელა ხასაია
"ამას არ ჰყვება საჯაროდ, მაგრამ..." - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე გელა ხასაიაზე

"გელა ხასაია გალიდანაა გამოქცეული, ვეღარ აიტანა რუსული წნეხი. ერთხელ უნდა მოუსმინოთ მის ისტორიას. აფხაზეთით სუნთქავს, აფხაზეთით ცხოვრობს. აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa გააკეთა თავისით და მართავს....

სოცმედია 1713495960

თაკო აბაშიძე
„დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ და ეს ჩემი არჩევანია!..“ - თაკო აბაშიძე

 მსახიობი და მომღერალი თაკო აბაშიძე დედ-მამის ალცჰაიმერის დაავადებას ოჯახის წევრებთან, ძმასა და რძალთან ერთდ ებრძვის და ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, რომ მათ ვერასდროს ჩააბარებს მოხუცებულთა თავშესაფარ...

საზოგადოება 1713495912

ამინდი
როგორი ამინდი იქნება 20 აპრილამდე

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალ...

საზოგადოება 1713495420

მემუარები
ტრამპის 12 ნაფიცი მსაჯული

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ისტორიული საქმისთვის 12 ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს. მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი პორნოვარსკვლავის დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეს განიხილავენ. ა...

მსოფლიო 1713495046