ჩემდამი არაადამიანური დამოკიდებულების გამო ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1643368691

სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის სამინისტროდან ნერვოლოგ თამარ აბაშიძის მეუღლის გათავისუფლებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

სააკაშვილის შეფასებით, მომხდარი აბაშიძის მიერ დაწერილ ობიექტურ დასკვნას უკავშირდება:

"მას შემდეგ, რაც გორში "მკურნალობის" შემდეგ ჩემი ნევროლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რუსთავში, ადმინისტრაციამ გამოიძახა კლინიკა "ვივა მედის" ნევროლოგი თამარ აბაშიძე. მას ჩემი გამზრდელი დიდი ბებიის სახელი ერქვა და დამამახსოვრდა. არა მხოლოდ ამიტომ, არამედ თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანობით მომხიბლა.

მან დასვა ზუსტად იგივე დიაგნოზი, რაც "ემპათიას" და სახალხო დამცველს ჰქონდათ დასმული და მოითხოვა ჩემი შემდგომი გამოკვლევა.

ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემდამი ადამიანური დამოკიდებულების გამო, ასევე მოხსნეს ლონდა თოლორაია, მინისტრი ტიკარაძე, არასაკმარისად ადამიანური დამოკიდებულების გამო, გორის ჰოსპიტლის დირექტორი და ახლა ეს კაცი. ძალიან წვრილმან ბოროტ კაცუნებთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება თამარ აბაშიძისა და სხვების დასმულ ნევროლოგიურ დიაგნოზს. სწორედ ამ მკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას ვერ შევძლებ; ან მეხსიერებას დავკარგავ და მათ შორის, ასეთი ბოროტებები აღარ მემახსოვრება. ჩემს მიმართ ჩადენილი შეიძლება დავივიწყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაც უქნეს, ამას არ და ვერ დავივიწყებ" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316

თსუ-სტუდენტებთან შეხვედრა
ჯაბა სამუშია თსუ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუდენტებს   საუნივერსიტეტო სიახლეები მოკლედ...

განათლება 1711718172

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711717915

პენიტენციური
ცოლზე ფიზიკურად იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და წამლები დაალევინა - დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი  

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ., - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 202...

კრიმინალი 1711717863