ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას პოლარიზაციის მიზანმიმართულ გაღრმავებაზე - DRI

პოლიტიკა 1656789493

DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას პოლარიზაციის მიზანმიმართულ გაღრმავებაზე,

"1 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარადგინა. ირაკლი კობახიძეს განცხადებით, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად „ერთგვარი საფუძველია“. პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობის შესახებ მმართველი პარტიის მხრიდან ფორმალურად დეკლარირებული განაცხადის პარალელურად, დედაქალაქში და საქართველოს რეგიონებში გრძელდება სამოქალაქო აქტივისტების, მედია მფლობელების, სტუდენტური მოძრაობის წევრებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნა.

მოძრაობა „შინ ევროპაში“-ს წევრებს და მხარდამჭერებს თბილისში და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებულები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ხვდებიან საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ხელი შეშლის გაცხადებული მიზნით. სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ მართული და ორგანიზებული დევნის თითოეული ასეთი შემთხვევა სახელისუფლებო მედიის მიერ შუქდება, როგორც დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. გარდა ამისა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტარი ანრი ოხანაშვილის მიერ ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელ ვახტანგ წერეთელზე ფიზიკური თავდასხმის გამართლება შეიძლება მივიჩნიოთ იმის დადასტურებად, რომ საქართველოს ხელისუფლება არაა დაინტერესებული პოლიტიკური პროცესების დეპოლარიზაციით.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას პოლარიზაციის მიზანმიმართულ გაღრმავებაზე და აღკვეთოს სავარაუდოდ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული ჯგუფების ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ხელს არ უწყობს პოლარიზაციის შემცირებას და პოზიციების დაახლოებას." 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 29 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასალის ქუჩის მოს...

საზოგადოება 1711627320

კირილი
პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი "წმინდა ომად" გამოაცხადა

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს -"სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ახალი ეტაპი რუსი ხალხის ეროვნულ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711626954

ბაკურიანი
"მთავარის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს. ის ადგილობრივი, 50 წლამდე ასაკის პირია, რომელიც 6 დამსვენებელთან ერთად, ბურანებით ოშორა-ოთას მონაკვეთზე იმყოფებოდა, რა დრ...

შემთხვევა 1711626083

სა
ჯაბა სამუშიამ გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი გამოფენა გახსნა, სადაც სხვადასხვა წელს, მათ შორი...

განათლება 1711625700

საზოგადოება
არავინ კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას, არც ორი ნიკას, არც არავის ხათრით, მათთვის მიუღებელია პარტია იმართებოდეს კულუარულად - ნიკა მელია ქუთაისის საკრებულოზე

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციისთვის სახ...

პოლიტიკა 1711625220

ბაკურიანი
ზვავში მოყოლილი ადამიანის გადასარჩენად, მაშველები უკვე მუშაობენ, ადგილზე გაფრინდა ვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც...

შემთხვევა 1711623240