პუტინს სურდა განახლებული რუსული იმპერიის შექმნა, რომელშიც უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი და საქართველო შევიდოდა - ФСБ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი

პოლიტიკა 1655890975

პუტინი

პუტინს სურდა განახლებული რუსული იმპერიის შექმნა, რომელშიც უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი და საქართველო შევიდოდა, - აცხადებს რადიო "მაესტროს" გადაცემა "ინტერვიუში", ჟურნალისტ ლევან ჭითანავასთან საუბრისას ФСБ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი გენადი გუდკოვი.

"პუტინმა გადაწყვიტა 2014 წლისთვის  უკრაინა დაესაჯა, როდესაც მან გადაწყვიტა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის, რუსეთის გარეშე ჩამოყალიბება გაეძლიერებინა და უკრაინამ ევროპისკენ სვლა დაიწყო,  ამის გამო პუტინმა  შური იძია უკრაინაზე. უკრაინის ევროპისკენ სვლამ პუტინი ძალიან შეაშინა, მას ოდესღაც სურდა განახლებული რუსული იმპერიის შექმნა, რომელშიც შევიდოდა უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და მათთან დაახლოებული სომხეთი საქართველოსთან ერთად.

2014 წლის მოვლენებმა პუტინის ამ გეგმაზე დიდი ჯვარი დასვა, ვინაიდან პუტინს კარგად ესმოდა, რომ უკრაინის გარეშე ახალი რუსული იმპერიის არსებობა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.  უკრაინაში დემოკრატიული ძალების გამარჯვება პუტინისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან რუსეთის საზღვრებთან დემოკრატიული ღირებულებების და პრინციპების შექმნა, რაც ადამიანებისთვის უკეთესი ცხოვრების საწინდარი იქნებოდა,  პუტინის რეჟიმისთვის მძიმე დარტყმა იქნებოდა. 2014 წელს პუტინის მიერ დაგეგმილმა ომმა ვერ გაამართლა, მაშინ მან ვერ გაბედა ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, თუმცა მსგავსი გეგმები კრემლში იყო. მაგრამ, დასავლეთის სანქციებმა მაშინ გარკვეულწილად პუტინი შეაჩერეს.

გარკვეული წლების განმავლობაში პუტინი უკრაინაში ომისთვის ემზადებოდა, შესაბამის დროს ელოდებოდა, როდესაც პუტინი მიხვდა საბოლოოდ, რომ უკრაინა ევროპისკენ გზას აგრძელებდა და ამ გზას არ გადაუხვევდა, სწორედ  მაშინ მიიღო  უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება," - ამბობს გუდკოვი.

გენადი გუდკოვი არის რუსი მეწარმე, პოლიტიკოსი, რუსეთის ФСБ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი. იყო რუსეთის დუმის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოწვევის დეპუტატი. 2019 წელს გაიქცა რუსეთიდან, დაპატიმრების საფრთხის გამო და ცხოვრობს ბულგარეთში, ვარნაში, საკუთარ ვილაში.

.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კირილი
პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი "წმინდა ომად" გამოაცხადა

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს -"სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ახალი ეტაპი რუსი ხალხის ეროვნულ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711626954

ბაკურიანი
"მთავარის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს. ის ადგილობრივი, 50 წლამდე ასაკის პირია, რომელიც 6 დამსვენებელთან ერთად, ბურანებით ოშორა-ოთას მონაკვეთზე იმყოფებოდა, რა დრ...

შემთხვევა 1711626083

სა
ჯაბა სამუშიამ გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი გამოფენა გახსნა, სადაც სხვადასხვა წელს, მათ შორი...

განათლება 1711625700

საზოგადოება
არავინ კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას, არც ორი ნიკას, არც არავის ხათრით, მათთვის მიუღებელია პარტია იმართებოდეს კულუარულად - ნიკა მელია ქუთაისის საკრებულოზე

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციისთვის სახ...

პოლიტიკა 1711625220

ბაკურიანი
ზვავში მოყოლილი ადამიანის გადასარჩენად, მაშველები უკვე მუშაობენ, ადგილზე გაფრინდა ვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც...

შემთხვევა 1711623240

საქსტატი.PNG
საგანგაშო სტატისტიკა - 2023 წელს საქართველოში 2542 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში შობადობა 5%-ით შემცირდა და 40 214 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, გასულ წელს საქართველოში 4...

საზოგადოება 1711622640