რას ფიქრობენ ივანიშვილზე ვაშინგტონში

პოლიტიკა 1657091197

ბიძინა ივანიშვილი

ვაშინგტონში, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეცვალა, თუმცა საქართველომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

„ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელი, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო ოპონენტებთან პოლიტიკური უპირატესობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული, ვიდრე ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებით.

„საქართველოს პრობლემა დემოკრატიული უკუსვლაა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. იმ დონემდე, რომ მაღალი რანგის ქართველი ოფიციალური პირები, ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკის გამო ბრაზობდნენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილების ფონზე, ზოგად დემოკრატიულ უკუსვლასთან ერთად, ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკით, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი ჩააყენა მდგომარეობაში, სადაც უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო”, – ამბობს ის.

ჰერბსტი იქვე ამატებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ცვლილებების შესაძლებლობა კვლავ აქვს. თუმცა, კითხვა ისაა, სურს თუ არა მას ეს.

“ეს არ არის საბოლოო მარცხი. თუ საქართველოს მთავრობას სურს გადახედოს დემოკრატიის ამ დარღვევებს, ალბათ ამის გამოსწორება შეუძლიათ. მაგრამ, მე ვფიქრობ, ისინი უფრო მეტად, ოპონენტებთან პოლიტიკური უპირატესობის შენარჩუნებით არიან დაინტერესებულნი, ვიდრე ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებით“ – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ჰერბსტი.

ევროპელი ლიდერების მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების „ბრაზი“, რომლის შესახებაც ჰერბსტი საუბრობს, 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას მოჰყვა. მაშინ, საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლთა ნაწილმა განაცხადა, რომ „უსამართლო ვალდებულებების“ შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარი უნდა ეთქვა.

სწორედ ამ მოვლენების საპასუხოდ, საქართველოში მოქმედმა თვრამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელისუფლება არაკონსტიტუციურად მოქმედებდა. განცხადება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, კონსტიტუციის 78-ე მუხლში არსებულ ჩანაწერზე მიუთითებდა. ჩანაწერი ამბობს, – „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“

თუმცა, თუ საქართველო ვერ მოახერხებს, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ვადებში, მისივე წარმოდგენილი პირობები დაკმაყოფილებას, საფრთხე შესაძლოა არა მხოლოდ ევროკავშირში სვლას, არამედ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ნატოში ინტეგრაციასაც შეექმნას.

საქართველოში შეერთებული შტატების მოქმედი და ყოფილი ელჩები ამბობენ, რომ ევროკავშირის პირობების დაკმაყოფილება, საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის გზაზეც მნიშვნელოვანი იქნება.

„ნატოს წევრების დიდი უმრავლესობა, ასევე არის ევროკავშირის წევრი. ამიტომ, რადგან საქართველომ ევროკავშირისგან ასეთი მკაფიო მითითებები მიიღო, თუ მას ნატოში შესვლა სურს, ვფიქრობ უნდა მიჰყვეს ევროკავშირის რჩევებს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ალბათ ეს არის საუკეთესო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ მზადაა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს“ – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას უილიამ კორტნი, 1995-97 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი.

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას სთხოვს ქვეყნის პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებასა და ინსტიტუტებზე პერსონალური ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენა აღმოფხვრას. ამ პროცესს ტერმინი დე-ოლიგარქიზაცია განსაზღვრავს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ერთადერთი ოლოიგარქი ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. ანალიტიკოსებს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად, პოლიტიკური ოლიგარქიის დასასრულს ხედავენ.

„ვფიქრობ, უსაფრთხოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერთზე მეტი ოლიგარქია. მაგრამ ვფიქრობ ასევე მართალია, რომ არის ერთი კონკრეტული ოლიგარქი, რომელსაც ახლა უზარმაზარი გავლენა აქვს. ეს არ არის საიდუმლო“ – აცხადებს ჰერბსტი.

უილიამ კორტნი ფიქრობს, რომ დროა საქართველოში ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჩამოყალიბდეს, რადგან ინდივიდებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რისი წინაშეც საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაშა, ნაკლებად ჯანსაღი პროცესია.

„ცხადია, გარკვეული გაგებით, ეს არის ივანიშვილის გადაჭარბებულ პოლიტიკურ როლთან დაკავშირებული საკითხი. როლთან, რომელსაც იქამდე სააკაშვილი თამაშობდა. დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, რომლებმაც გადაჭარბებული როლი შეასრულეს. უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც მაგალითად ივანიშვილი ასრულებს. ასე რომ, დე-ოლიგარქიზაცია ნამდვილად გულისხმობს საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტერესებზეა დაფუძნებული და არა ინდივიდებზე, პიროვნებებზე. მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიებს აქვთ კონსერვატიული, ლიბერალური პარტიები. საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები პიროვნებებზე, ინდივიდებზე დგას. ინსტიტუციურად ეს ნაკლებად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა“ – ამბობს კორტნი.

პრობლემები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად იქცა, გასულ წლებში, არაერთხელ გამხდარა ვაშინგტონის შეშფოთების მიზეზიც. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ფაქტორებმა გავლენა შესაძლოა ამერიკა-საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზეც მოახდინოს.

„შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს – არსებით მხარდაჭერას უწევს და ასევე, ჩვენ ვაფასებთ ფაქტს, რომ საქართველო შესანიშნავი პარტნიორი იყო, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ოპერაციებს ვაწარმოებდით. მაგრამ, შეერთებული შტატები ასევე ღრმად ერთგულია დემოკრატიის მიმართ და ვაშინგტონმა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შენიშნა. ამის გამო, არა მხოლოდ მთავრობა, არამედ კონგრესშიც საქართველოს ბევრი მეგობარი გამოთქვამდა ჩივილს. ამიტომ, ვფიქრობ რომ საქართველოზე ხედვა ვაშინგტონიდან, ძალიან ჰგავს ბრიუსელის ხედვას თბილისზე. ბოლო ორი წელი, არ იყო საქართველოს დემოკრატიისთვის კარგი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვართ საქართველოს პარტნიორები, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ცვლილებები გვჭირდება – ვგულისხმობ, რომ საქართველო წმინდა დემოკრატიულ განვითარებას უნდა დაუბრუნდეს“ – აცხადებს „ატლანტიკური საჭოს“ წარმომადგენელი, ჯონ ჰერბსტი.

წყარო: ამერიკის ხმა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163