საქართველო უკრაინის გვერდით დგას. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას - ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1663871867

ირაკლი ღარიბაშვილი

ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დგას უკრაინის გვერდით.

„საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას. საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა, შეუერთდა და მხარი დაუჭირა ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს.

„საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ბევრი მათგანი ცოდნას უკრაინულ ენაზე იღებს სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

ჩვენ წამოვაყენეთ, შევუერთდით ან მხარი დავუჭირეთ ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს, მათ შორის, ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს ასოციაციის 76-ე რეზოლუციის მთავარ მხარდამჭერებს შორის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიწისძვრა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.  მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვი...

შემთხვევა 1713471840

გიორგი ფოფხაძე
"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატ@აკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში..." - გიორგი ფოფხაძე

"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატრაკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში... მიდით ბიძიკო, ახალგაზრდებო, გინდა საყურით იარეთ, გინდა გაჩეჩილი თმებით და გინდა თავგადაპარსულმა.....

სოცმედია 1713471720

გარდა
"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა" - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი სა...

სოცმედია 1713471120

თეონა ცხომელიძე
"ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის იმ კანონს" - თეონა ცხომელიძე

"მოკლედ დღეს სადაც გადავამოწმე აქცია არ იყო დაგეგმილი, უცებ ეს ბავშვები მივიდნენ, ჭავჭავაძეც ააფრიალეს, რუსთაველიც გადაკეტეს და სიტყვითაც გამოდიან. ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის...

სოცმედია 1713470640

გია ხუხაშვილი
“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი" - გია ხუხაშვილი

“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი: ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივა...

სოცმედია 1713470100

ნინო ჯანგირაშვილი
"ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე" - ნინო ჯანგირაშვილი

"ვუსმენ ქოცებს პარლამენტში, როგორ აპრავებენ ივანიშვილის ფულის გათეთრების კანონს. ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე, წარმოუდგენელია. მთავარი ტყუილი, რაც გააზეპირებინეს მონებს: რა...

სოცმედია 1713469800