"ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა“ - სოსო გოგაშვილი შს მინისტრს ციხიდან წერილს უგზავნის

პოლიტიკა 1660724721

სოსო ვახო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ღია წერილით მიმართავს.

წერილში გოგაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა არა მას, არამედ გომელაურს ეკისრება.

 

"ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა. შენ აღარ ხარ ,,ლიჩნიკი’’, შენ ხარ შსს მინისტრი, პოლიტიკური თანამდებობის პირი და მმართველი ბანდის პოლიტსაბჭოს წევრი. ვიცი, რომ წლების მანძილზე პრაქტიკაში კარგად მოირგე შენი გაფუჭებულის სხვაზე გადაბრალება, სხვისი დასჯა და შენი თანამდებობის, ასევე არაოფიციალური კოლოსალური შემოსავლის შენარჩუნება, რომელიც ყოველთვიურად უტოლდება 10 000 რიგითი პოლიციელის შემოსავალს.

სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, მაგალითად მინდა გავიხსენო, მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად: შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში. ამის ნაცვლად შენ შეხვდი საიდუმლოდ მედიკო მარგოშვილს და შენი თავის დაძვრენა განიზრახე, უარესიც, თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდით ფულს და დაავალეთ ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულში. სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა და გამწარებულ მამას მიაღებინა შურისძიების გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ. ბინძურმა ადამიანმა თავის დავალების შესრულების დასტურად ჩანაწერიც გააკეთა, რომელიც კეთილი ადამიანების წყალობით ჩემს ხელში აღმოჩნდა. მე შევკრიბე ყველა მტკიცებულება და ამ ბინძური ადამიანის წინააღმდეგ შევიტანე საჩივარი პროკურატურაში. ეს მასალები ახლა შენს უწყებაში დევს და შენ მას ცივ ნიავს არ აკარებ.

ვახო, მიუხედავად მუქარისა, მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ამ სისტემას არ დავანგრევ. ამას მე შენთვის და შენი ოჯახისთვისაც ვაკეთებ, რადგან მალე, როცა ეს მთავრობა აღარ იქნება და სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლდება ოლიგარქის მარწუხებისაგან, დადგება დრო, აგო პასუხი შენს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მაშინ კი აღარ შემოგივარდებიან შენც შუაღამისას სახლში, არ ჩაგიდებენ იარაღს და ათას სიბინძურეს და შენს შვილ ლუკაჩოსთან ერთად კი არ გათრევენ მიწაზე, არ გირტყავენ და პირში ლულებს არ ჩაგთხრიან შენ და შენს შვილს, არამედ თავისუფალ უწყებაში დაგიბარებენ, სუფთად ჩაცმულს, წაგიყენებენ ბრალს და მოგაბრძანებენ N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ვინტილაცია უკვე გაკეთებული იქნება და დიდხანს ისუნთქებ გრილ და სუფთა ჰაერს.

პ.ს ეს წერილი არ ითვალისწინებს შეგონებას, რამეთუ ვიცი, რომ ,,იმის’’ ბრძანების გარეშე, არაფერს არ იზავ. ეს უბრალოდ ტელეფონში რაც ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა, ეხლა გწერ.

დროებით "ღირსეულო გენერალო", - წერს სოსო გოგაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მირცხულავა
„ამ ახალგაზრდებთან ჭიდაობა და მათი მარგინალიზება არაფერს სასიკეთოს მოუტანს არც ამ და არც შემდგომ ხელისუფლებებს“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოცქსელში წერს: „ერთი ის რომ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი გუშინდელ აქციაზე ამდენი ადამიანის მოსვლას. მეორე - ამ ახალგაზრდებთან ჭიდაობა და მათი მარგინალიზება არაფერს სასიკეთოს მ...

სოცმედია 1713245737

ვიოლა ფონ კრამონი
„კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში, საფრთხეს უქმნის EU-ს კანდიდატობას“ - კრამონი რუსულ კანონზე

"ევროპარლამენტის პოზიცია "ქართული ოცნების" რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვე...

პოლიტიკა 1713245418

რუსული კანონი 1
ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში დღესაც არ შეუშვებენ

დღეს, 16 აპრილს, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და ვიზიტორებს შეეზღუდევაბთ შენობაში შესვლა. საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ შეუშვებენ ონლაინმედიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. მსგავსი...

პოლიტიკა 1713243244

ნათია ფანჯიკიძე
„ამ კანონს არავინ დაემორჩილება, არავინ აიწებებს იარლიყს“ - ნათია ფანჯიკიძე რუსულ კანონზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში წერს: „ნუთუ ამ ძუნძგლიან კანონს შეწირავენ ძლივს ერის გამოჯანმრთელების ნიშნებს, რაც ფეხბურთმა მოგვიტანა, ასე ერთი ხელის მოსმით გაანადგურებენ? ნუთუ არავინ ამოიღებს ხმ...

სოცმედია 1713243030

ამინდი
ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: 16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. თბილისში თბილ...

საზოგადოება 1713240978

ასტროპროგნოზი
რა გელით დღეს – მიხეილ ცაგარელის 16 აპრილის ასტროპროგნოზი

მაქსიმალურად შეამცირეთ საქმიანი კონტაქტები, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას. ეცადეთ გაიაროთ დღე შეცდომების გარეშე, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად ბუმერანგის პ...

ეს საინტერესოა 1713239975