როდესაც ადამიანი ეძიებს მხოლოდ  მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას, ცათა სასუფევლისა და ღვთის სიმართლის ძიების გარეშე, მაშინ მას ეს მატერიალურიც არ ერგება - მეუფე შიო

რელიგია 1656847310

მეუფე შიო

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა:

"ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღეს გახლავთ მესამე კვირა დღე სულთმოფენობიდან და ეკლესიაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს ქადაგებიდან ნაწყვეტი, სადაც იგი გვასწავლის, რა არის ცხოვრებაში უმთავრესი და რა არის მეორეხარისხოვანი.

აი, დღეს ტაძარი სავსეა ახალგაზრდობით, ჩვენ დღეს ვლოცავთ აბიტურიენტებს. მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა. და აი, დღეს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გარჩევა, რა არის მთავარი და რა არ არის მთავარი.

უფალი ბრძანებს, რომ „ნუ ზრუნავთ და ნუ იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ვინაიდან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენ.  ხოლო თქვენ პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა. და ეს ყველაფერი თქვენ მოგეცემათ“.

ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე სულაც არ ამბობს, რომ საერთოდ არ ეძიოს ადამიანმა მატერიალური სარჩო - რა ჭამოს, რა სვას, როგორ არჩინოს ოჯახი, არ გაისარჯოს ამისთვის და არ იშრომოს, ამას არ ამბობს უფალი; რამეთუ თავად უფალი ბრძანებს წმინდა წერილში: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“. ასევე წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ „ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს“. ამიტომ ამ შემთხვევაში უფალი ამბობს სიტყვას „პირველად“, იგი ამბობს „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა“, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოგეცემათ თქვენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ პირიქით გვაქვს  ცხოვრების წესი, რომ, უპირველესად, ვეძიებთ, როგორ წარვემატოთ მატერიალურ, მიწიერ ცხოვრებაში, ხოლო უკვე ამის შემდეგ ვეძიებთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა.

და სწორედ ეს არის მიზეზი, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ბევრი არაფერი დიდებული და აღსანიშნავი ჩვენ სულიერ ცხოვრებაში არ გვაქვს, ნამდვილი ქრისტიანობა გვაკლია, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი ეძიებს მხოლოდ  მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას, აი, ამ ცათა სასუფევლისა და ღვთის სიმართლის ძიების გარეშე, მაშინ მას ეს მატერიალურიც არ ერგება. ხალხში არის ასეთი გამოთქმა, რომ ყელში ამოსდისო. აი, რაღაც მსგავსი ხდება.

გახსოვთ, ასევე მაცხოვარი ამბობს სახარებაში, რომ „დარჩება სახლი თქვენი ოხრად“, არ ერგება ადამიანს; ხოლო თუ ამ მატერიალურს - რა ჭამოს, რა სვას, რით შეიმოსოს და ა.შ. - ადამიანი ეძიებს ცათა სასუფევლის შემდეგ, საღვთო სიმართლესთან ერთად, მაშინ ყველაფერი ჯეროვნად აღესრულება, უფალი ყველაფერს გვაძლევს თავის დროზე. იმიტომ ბრძანებს უფალი ამ სიტყვებს, რომ მას თვითონ სურს, ჩვენზე იზრუნოს, მას შეუძლია ეს, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი ენერგია და ძალები დავხარჯოთ უმთავრესზე, უაღმატებულესზე.

ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ფასეულობას. თქვენ ახლა აბარებთ უმაღლესებში და ემზადებით დიდი ცხოვრებისთვის. ეს ეხება ყველა ფასეულობას, რასაც ჩვენ ვქმნით ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

რა არის მთავარი - საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი თუ სიმართლე ღვთისა? რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე. რა არის მთავარი - კაცობრიობის ცივილიზაცია, კულტურა, და ყველაფერი ის, რასაც ადამიანი ქმნის, თუ საღვთო სიმართლე? რა თქმა უნდა, სიმართლე ღვთისა არის მთავარი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვქმნით რაიმეს, ჩვენი აზრით, ფასეულს, ვიმეორებ, ამის გარეშე უმადლოა.

ამიტომ არის, რომ გადის საუკუნეები და მიუხედავად მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისა, არ იკლებს არც სიძულვილი, არც ომები, არც აგრესია, არც მკვლელობა, არც გარყვნილება და არც მძიმე ცოდვები. თუ საზოგადოებაც, ადამიანიც ქმნის ამ ფასეულობებს, ვიმეორებ, საღვთო სიმართლის ძიების შემდეგ და ძიებასთან ერთად, მაშინ ამ ყველაფერს სულ სხვა ელფერი ეძლევა, სულ სხვა ფასი აქვს და გვაძლევს დიდ სიკეთესა და ნაყოფს. რა არის ეს სიკეთე? ეს არის მშვიდობა, ეს არის სიხარული სულიწმიდაში.

აი, ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ საოცარი სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ.

ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი, რომ ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირველად ვეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყველაფერი ჩვენ მოგვეცემა; და მოგვეცემა, როგორც გითხარით, მშვიდობა, ჭეშმარიტება, სიმართლე, რომელზეც საუბრობს მაცხოვარი და სიხარული სულიწმიდაში. ეს სამი რამ არის სწორედ სასუფეველი ცათა, რომელიც ჩვენ უნდა ვეძიოთ და რომელზეც უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ ჩვენშია, პირველ რიგში, ჩვენში უნდა ვეძიეთ ეს ყველაფერი, თუმცა გარეთაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენში ვეძიოთ, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი და იმიტომ არის, რომ დღეს მთავარი სენი კაცობრიობისა არის უკმაყოფილება, მიუხედავად თითქოს ამქვეყნიური განვითარებისა, უკმაყოფილება არ იკლებს, იმიტომ რომ ადამიანი შინაგანად არ იცვლება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი სასოება დავამყაროთ უფალზე და ვევედროთ მას, რომ  არ მოგვაკლოს წყალობა თვისი და სასუფეველი ღვთისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ! 

ჩვენთან არს ღმერთი!“ - ამბობს მეუფე შიო ქადაგებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევროკავშირის
საქართველოს საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ – დეტალები

საქართველოს საკითხს ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. ევროპული საბჭოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ლიდერები საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და რუსულ კანონზე იმსჯელებენ. ცნობი...

პოლიტიკა 1713447716

სალომე ზურაბიშვილი
„საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს“ - პრეზიდენტი

"საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს", - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ბოლო რამ...

პოლიტიკა 1713441938

ჯანელიძე
„კანონები გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით… თუ ვერ ხვდებით რატომ არის კანონი რუსული, ე.ი აზრზე არ ხართ საერთოდ არაფრის, ან დებილის ნიღაბი გიკეთიათ“ – გიორგი ჯანელიძე

იუმორისტი გიორგი ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციირებასა და პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „მოსვლის დღ...

სოცმედია 1713441642

არა რუსულ კანონსსსს
"პროტესტი არ უნდა შეწყდეს" - 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა

პროტესტი არ უნდა შეწყდეს! არა რუსულ კანონს!  - დღეს,  18 აპრილს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება.   პროტესტი არ უნდა შეწყდეს! დღეს 19:00 ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ...

პოლიტიკა 1713441554

რუსული კანონი
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით

უკანასკნელ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსასვსე ქართველი ერი და ჩვენს გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებ...

პოლიტიკა 1713441449

ბურდული ივანე
„თუ რუსული კანონი იქნება მიღებული, ჩვენ აღმოვჩნდეით რუსულ ჭაობში“ - ივანე ბურდული

 "წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია,რომელიც სრულად და განუხრელად იცავს კონსტიტუციის 78-ე მუხლს“, - აცხადებს წალენჯიხის მერის მოდგილე ივანე ბურდულ. მისივე თქმით, წალენჯიხა ერთადეთი მუ...

პოლიტიკა 1713441374