"საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება" - მამა ანდრეა ჯაღმაიძე

რელიგია 1634576971

ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრეა ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ სინოდის ერთ-ერთი წევრის დავალებით, ქართველი თეოლოგები გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი სტამბოლში მიემგზავრებიან, რათა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის, სიტუაცია დაძაბონ. 

მისივე თქმით, თეოლოგები მათ ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაში დარწმუნებას შეეცდებიან. 

„ჩემი ინფორმაციით, (წყაროს არ დავასახელებ) საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან.

ერთ-ერთი საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრის (სახელს არ დავასახელებ, ჯერჯერობით) დაფინანსებით, ხვალ 19 ოქტომბერს გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან სტამბულში მის ყოვლადუწმინდესობა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთანთან .

შეხვედრაზე გ.ბარნოვი ეტყვის, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, "თეოლოგი" გეგმავს მსოფლიო პატრიარქს სთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მ.სააკაშვილის მხარდასაჭერი განცხადების საჯაროდ დაფიქსირება”,- წერს ჯაღმაიძე. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163