რუსეთში ე.წ. "კასრის ბომბების" სირიელი სპეციალისტები იმყოფებიან - Guardian

სირია

Guardian-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთში სირიიდან ჩასული 50 სპეციალისტი იმყოფება, რომლებიც ოკუპანტებს ე.წ. "კასრის ბომბების" დამზადებასა და გამოყენებას ასწავლიან. 

"კასრის ბომბი" არის გამანადგურებელი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სიზუსტით არ გამოირჩევა, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობისათვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ამ ბომბებით, სამოქალაქო ომის დროს ასადის რეჟიმმა თითქმის გაანადგურა ის დასახლებული პუნქტები, სადაც აჯანყებულები იმყოფებოდნენ.

აღნიშნული ბომბი, არის უხეში ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც კასრში თავსდება. მასთან ერთად დებენ სხვადასხვა სახის დამაზიანებელ ელემენტებს, შესაძლოა ქიმიურ იარაღსაც. ბომბს ვერტმფრენით აგდებენ, ასე ვთქვათ, თვალით დამიზნებით. 

ამასთან ამ ბომბებს სირიის რეჟიმი საბრძოლო მასალების ნაკლებობის პირობებში იყენებდა. 

"კასრის ბომბის" შესაძლო გამოყენება უკრაინაში რუსეთის სადიზმის კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომელიც ისედაც განურჩევლად ბომბავს უკრაინულ დასახლებულ პუნქტებს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშელი
„რუსული კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს“ - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს. ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. "მინდა ვთქვა გარკვევით:...

პოლიტიკა 1713539818

ქაცარავა
„დვანში, ბოლო 3 კვირაში საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა“ - დავით ქაცარავა

 ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა: "ვბრუნდებით სოფელ დვანი...

პოლიტიკა 1713539382

გვარამია ივანიშვილი
“თავშესაფარი რუსების სისხლიანი ფულისთვის – ბიძინა ამაშიც გააკეთებს ფულს” – ნიკა გვარამია

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება და ამბობს: ეს კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი...

პოლიტიკა 1713539165

ლენტიი
ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა

ბათუმში,  უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა -  ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით,  აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან  შეხვედრას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მ...

საზოგადოება 1713539044

გომელაური ხარება
“ხარება” ღირსეულია, რა გვექნა, გაგვეშვა? ახლები მოგვეყვანა? – ვახტანგ გომელაური

შს მინისტრი, პარლამენტში გამოსვლისას “ხარებაზე” საუბრობს და ამბობს: ხარება – ბევრი რამე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერ...

პოლიტიკა 1713538907

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონალური ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთი...

პოლიტიკა 1713538763