იტალიური კომპანია საქართველოს მთავრობისა და შპს ,,ემ თი ეის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

სასამართლო

იტალიური კომპანია Demaclenko სამართლებრივ დავას იწყებს საქართველოს მთავრობისა და შპს ,,ემ თი ეის" წინააღმდეგ.

"საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის განკარგულებით საბოლოო ლეგიტიმაცია მიეცა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევებით ჩატარებულ განსაკუთრებით დიდი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვას.

შესყიდვის პროცესი სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა კომპანიამ, შპს ,,ემ თი ეიმ" წარმართა. საქმე ეხება ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩასატარებლად გათოვლიანების სისტემის შეძენა-მონტაჟს. აღნიშნული მიზნით, სავარაუდო კორუფციული სქემებით, საქართველოს ბიუჯეტიდან იგეგმებოდა 137,828,652.00 ლარის გადახდა, რაც დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ 47 მილიონი ლარით აღემატებოდა პროექტის რეალურ ღირებულებას.

სახელმწიფო შესყიდვის პროცესში უხეშად დაირღვა როგორც საქართველოს მოქალაქეთა (გადასახადის გადამხდელთა), ასევე იტალიური კომპანია ,,დემაკლენკოს" უფლებები, რომელიც ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მონტაჟის სფეროში მსოფლიოში არის ცნობილი და საქართველოშიც აქვს განხორციელებული რამდენიმე წარმატებული პროექტი.

გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

1. „დემაკლენკომ", კონკურენტ კომპანია ,,ტექნოალპინთან" შედარებით, წარადგინა 45 მლნ ლარით იაფიანი შეთავაზება. აღნიშნულის შემდეგ, რამოდენიმე დღეში, გაურკვევლი და კანონით გაუთვალისწინებელი პროცედურით მოხდა ტექნოალპინის შეთავაზების შემცირება. შემცირების მიუხედავად, დემაკლენკოს შეთავაზება სახელმწიფო ბიუჯეტს მაინც ბევრად ნაკლები თანხა უჯდებოდა, თუმცა გამარჯვებულ კომპანიად მაინც „ტექნოალპინი" გამოცხადდა;
2. „დემაკლენკოს" აქტიურობამ და მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა იძულებული გახადა შპს ,,ემ თი ეი", საქართველოს მთავრობა და „ტექნოალპინი" მთლიანობაში დაახლოებით 47 მილიონი ლარით შეემცირებინათ 137 მილიონ ლარიანი შესყიდვა
3. ცალსახაა სერიოზული გადაცდომები პროექტის მომზადების პერიოდში, რომლის ტექნიკური პარამეტრები მიზანმიმართულად მთლიანად მოერგო კონკურენტ Technoalpin-ზე.
4. 2018 წლიდან ოფიციალურად არის ცნობილი, რომ 2023 წელს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. შესაბამისად, ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები: რატომ ჩატარდა არაკონკურენტული, არაგამჭვირვალე, დაჩქარებული შესყიდვა გამარტივებული წესით? შესყიდვის ეს ფორმა იმთავითვე ხომ არ იქნა დაგეგმილი კორუფციული სქემების გაადვილების მიზნით?
5. აღნიშნული შესყიდვის პროცესში დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების კანონის ყველა ძირითადი პრონციპი:
ა) ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა - შესყიდვის სავარაუდო ღირებუელბად განისაზღვრა ობიექტურ ღირებულებაზე 47 000 000 ლარით მეტი ფასი.
ბ) ჯანსაღი კონკურენციის განვითარება - ელექტრონული ტენდერის ნაცვლად ჩატარდა გამარტივებული შესყიდვა;
გ) შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა - უპირატესობა მიენიჭა კომპანიას, რომელზეც იმთავითვე იქნა მორგებული შესყიდვის პირობები;
დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა - შესყიდვის პროცედურა არ ჩატარდა საჯაროდ და გამჭვირვალედ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია Demaclenko:

1. სარჩელს შეიტანს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვს შპს ,,ემ თი ეი"- სა და საქართველოს მთავრობას ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროთ 11 699 870 ლარის გადახდა;
2. მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით;
3. წერილობითი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოს;
4. მიმართავს საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს;
5. გამოიყენებს სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს საკუთარი უფლებების დასაცავად.

კომპანია Demaclenko-ს ინტერესებს ,,კოჟორიძე და იურისტები"-ს ადვოკატები დაიცავენ." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატალია ყიფშიძე
„დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ“ - ნატალია ყიფშიძე

დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ - ნატალია ყიფშიძექალების მარშს, რომელიც სტარტს, დღეს 5 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს, მსახიობი ნატალია ყ...

საზოგადოება 1713618530

ოფშორი ივანიშვილი
როგორ უადვილებს ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს ევროპული რეგულაციებსა და სანქციებიდან გაქცევას - დეტალები

 "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს უადვილებს, ევროპულ რეგულაციებსა და სანქციებს გაექცეს. ორგანიზაცია ამბობს,  აღნიშნული ცვლილება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი...

პოლიტიკა 1713617438

ჩანადირი.jpg
"ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში...“ - რას ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

 ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ოპიზის ტაძარზე საუბრობს. "დღეს ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში. 1965 წელს ააფეთქეს, რომ გზა გაეყვანათ.არადა, მანამდე 1000...

სოცმედია 1713616830

კიბო
მეცნეირებმა კიბოს შერჩევით გამანადგურებელი ნანონაწილაკები შექმნეს

მეცნიერებმა შექმნეს ცილოვანი მიკრომასალები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ათავისუფლებენ ნანონაწილაკებს,რომლებიც თავს ესხმიან და ანადგურებენ კიბოს სპეციფიკურ უჯრედებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟუ...

ჯანმრთელობა 1713615582

ირაკლი ღარიბაშვილი
“როცა გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ქვე­ყა­ნა ვერ გახ­დე­ბა, დღეს არ ვართ მზად, რომ გავ­ხდეთ [ევ­რო­კავ­ში­რის] წევ­რი ქვე­ყა­ნა, ხომ ასეა, ხომ მე­თან­ხმე­ბით? არ არის კონ­სენ­სუ­სი იმა­ზე, რომ დღეს­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ქვე­ყა­ნა...

პოლიტიკა 1713614632

სააკაშვილი
"ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან..." - მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” მმართველობაზე

მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" 12 წლიანი მმართველობის სხვადასხვა ნაბიჯებე წერს, რომელსაც "ღალატის  ქრონიკად" აფასებს:   "ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივან...

პოლიტიკა 1713612348