შოთაძის უწყებას აქვს მტკიცებულება, ვინ შეუკვეთა მამაჩემის მკვლელობა, არ იძიებენ - ბესიკ ხარძიანის შვილი დუმილს არღვევს

ბესიკ ხარძიან

მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის, შვილებმა ქვეყანა დატოვეს და თავშესაფარი ევროკავშირს სთხოვენ.

ხარძიანის შვილი ამტკიცებს, რომ მამამისის სიკვდილი დედინაცვალმა ქონების გამო შეუკვეთა.

მიხეილ ხარძიანმა რამდენიმეწლიანი დუმილი "შაბათის ეთერთან" დაარღვია და განაცხადა, რომ მისი ლიკვიდაციაც იგეგმებოდა, იყო თვალთვალისა და ფარული მიყურედების მსხვერპლი. 7 წლის წინ მოკლილი ბიზნესმენის შვილი დედინაცვლის წინააღმდეგ სკანდალური განცხადებები გააკეთა. მოკლული ბიზნესმენის შვილი ამტკიცებს, რომ მკვლელობა ქონების გამო მოხდა და მისი დამკვეთი ხარძიანის ცოლი, ეკა ნონიკაშვილია.

ბევრი მტკიცებულებაა, ოჯახში ყველა ტელეფონში და პირად საუბრებში ამბობს, რომ მან მოაკვლევინა მამაჩემი ქონების მითვისების გამო. ხმამაღლა მხოლოდ მე და ჩემი და ვლაპარაკობთ"- აცხადებს მოკლული ბიზნესმენის ვაჟი. 
მეტიც, მიხეილ ხარძიანი ამტკიცებს, რომ მოქმედმა მაღალჩინოსანმა დეტალებში აღუწერა ვინ და სად შეუკვეთა მამის მკვლელობა:

ჩემთან მოვიდა მაღალი თანამდებობის პირი და მითხრა, არ მინდა ნერვები მოიშალოო. ეკას ვერ დავიჭერთო. ეკა სისტემის ნომრიანი აგენტიაო"- აცხადებს მიხეილ ხარძიანი, თუმცა მაღალჩინოსნის ვინაობის გამჟღავნებას არ აპირებს. 
მოკლული ბიზნესმენის შვილი ამტკიცებს იმასაც, რომ შოთაძის უწყებაში ინახება აუდიო და ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ავლაბრის ერთ-ერთ კაფეში, 2014 წლის ნოემბერშია გადაღებული და სადაც ჩანს და ისმის, როგორ გასცემს მკვლელობის დაკვეთას ეკა ნონიკაშვილი.

"შაბათის ეთერმა" სკანდალური ბრალდების შემდეგ, ეკა ნონიკაშვილის ჩაწერა სცადა, თუმცა მან "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა.

ცნობილი ბიზნესმენი თბილისში, მარაბდის ქუჩის 25 ნომერში  - 2015 წლის 28 მარტს მოკლეს. ამ სისხლიანი ანგარიშსწორებიდან 7 წელი გადის, მაგრამ შვილებმა ვერ გაიგეს ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ 40 წლის კაცი.

პროკურატურამ დამნაშავეებად უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები დაასახელა.  ოლექსანდრ დამეტოვსა და ოლეგ  დოევზე ძებნა შვიდი წელია გამოცხადებულია, მაგრამ ოჯახმა შვიდი წლის შემდეგაც არ იცის ვინ გამოუშვა თბილისში სპეც დავალებით რუსი და უკრაინელი ქილერები.

იძულებით გადასახლებაში წასული ხარძიანები  კი ხელისუფლებას 24 საათიან ვადას აძლევენ, თქვას ვინ დაუკვეთა ბიზნესმენის მკვლელობა.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242

იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900