სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში უკანონო - დაკავებულია 10 პირი

იარაღი.jpg

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 10 პირი.

ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 10 პირი.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი - 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ჯ. და 1994 წელს დაბადებული ი.ა. თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს.
სამართალდამცველებმა მ.ჯ.-ის საცხოვრებელი ბინისა და პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა, ხოლო მეორე დაკავებულის - ი.ა.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ბ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა.
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, კ. ს.-ის პირადი ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის და მესტიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს,ოთხი პირი - 1968 წელს დაბადებული ო.ჩ., 1977 წელს დაბადებული ბ.ა., 1961 წელს დაბადებული ვ.ფ. და 1973 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ.
სამართალდამცველებმა, ზ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 60 ვაზნა, ო.ჩ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა, ხოლო ბ.ა.-ს სახლის ჩხრეკისას - პისტოლეტი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ვ.ფ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 127 ვაზნა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ლ.ფ. და 2000 წელს დაბადებული ლ.გ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და უკანონო ნადირობის ბრალდებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები" ,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა -ტარებისა და უკანონო ნადირობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 301-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევრო 2024
"უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?" - სოცქსელის მომხმარებელი ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებზე

"ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით: თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკ...

სოცმედია 1711657860

ბაია პატარაია
"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!" - ბაია პატარაია

"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?" წერს ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილ...

სოცმედია 1711657080

ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534