თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 13 პირი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 13 პირი.

 

"შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.ქ.-ის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 171 საბრძოლო ვაზნა.

კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს. კასპის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, "ტტ"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნ.მ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების დროს შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „საიგას“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება, 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გ.ვ.-ს, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია.
წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ა.ბ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა .

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ თელავში, 1957 წელს დაბადებული ზ.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, "ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კახეთის პოლიციის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული ა.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ეფ-1" -ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1971 წელს დაბადებული ა. ჯ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მცირეკალიბრიანი სანადირო შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზ.თ-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1966 წელს დაბადებული ზ.პ.-ის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 17 ვაზნა ამოიღეს, ხოლო 1976 წელს დაბადებული ი.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია: “ტიგრის” და “ტოზის” მოდელების შაშხანები, 5 მჭიდი, 61 საბრძოლო ვაზნა და აკუსტიკური პისტოლეტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ა.გ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი დაკავებულის - 1994 წელს დაბადებული ლ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 193 საბრძოლო ვაზნა" ,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პროკურატურა
ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით 340 000 ლარზე მეტის დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ, ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.   ბრალდებულებს ავსტრალი...

კრიმინალი 1711633022

სანიოლის შვილი
„აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამაჩემი ფეხბურთის გამო“ - სანიოლის შვილი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შვილის განცხადებით, აქამდე არასდროს უნახავს როგორ ტირის მამამისი ფეხბურთის გამო. "მითხრა, რომ ამხელა ემოციების შემდეგ თავის შეკავება ვერ შეძლო. ვ...

სპორტი 1711632931

ევრო დოლარი
ვალუტის ხვალინდელი კურსი ცნობილია - ნახეთ დეტალები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6978 ლარი ეღირება, ევრო – 2.9112 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4035 ლარი. დღეს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711632743

ბუზალაძე ძმა
„ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მადრიდში დაგეგმილ „ევროვიზიის“ პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას სიმღერას მივუძღვნი…“ - ნუცა ბუზალაძე

რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ. მისი ძმა დათო აშშ-ში გარდაცვლილი იპოვეს… ნუცამ ახლახან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი...

სოცმედია 1711632677

პუტინი კოლაჟი
"სრული ბოდვაა" - პუტინის მტკიცებით, NATO-სთან ომის განზრახვა არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მას არ აქვს განზრახვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და NATO-ს ეომოს. პუტინის თქმით, ხსენებული აზრი "ბოდვაა". ის ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების...

მსოფლიო 1711632447

პაპუაშვილი
"ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები" - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შემდეგ ევროკავშირის ელჩისა და ბრიუსელის მიერ განსაზღვრული დათქმების წინააღმდეგ ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის  და ამბობს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებ...

პოლიტიკა 1711632228