ილია ელოშვილი: ინფორმაცია, თითქოს უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, ტყუილია

ილია ელოშვილი

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს. თითქოს ჩვენ ვაპირებთ კვების ახალი წესების შემოღებას, არის მტკნარი სიცრუე. ყველა სასადილო ჩვეულ რეჟიმი  ფუნქციონირებს და ემსახურება ბენეფიციარებს.  გარდა ამისა,  ტენდერები, რომელიც გამოცხადებული იყო აღნიშნული სასადილოებისთვის, მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, მერიის მიერ ჩატარებული კვლევა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე ფასების დადგენას.

„ეს არის ჩვეულებრივი ბაზრის კვლევა, რასაც ხშირად მივმართავთ და  ემსახურება იმ მიზანს, რომ პერიოდულად დავტესტოთ და გადავამოწმოთ სხვადასხვა პროდუქციის საბაზრო ფასები“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის მენიუს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტი 20 მილიონიდან 25 მილიონამდე გაზარდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გომელაური ხარება
“ხარება” ღირსეულია, რა გვექნა, გაგვეშვა? ახლები მოგვეყვანა? – ვახტანგ გომელაური

შს მინისტრი, პარლამენტში გამოსვლისას “ხარებაზე” საუბრობს და ამბობს: ხარება – ბევრი რამე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერ...

პოლიტიკა 1713538907

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონალური ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთი...

პოლიტიკა 1713538763

წულუკიანი კინოცენტრი
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

 თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა. "SOS – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი!!! საქართველოს ეროვნულმა კინ...

პოლიტიკა 1713538561

წაქაძე
ვიდეო: “მტყუანის დედას შე@ეცი… რა ფერებში ხართ? სად წავიდე, თქვენ წადით…” – ბეჟან წაქაძე

პარლამენტის წევრს, ბეჟან წაქაძეს ქუჩაში შეხვდნენ ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, და როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ვი...

პოლიტიკა 1713531130

ონის ონიანი
„ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით“ - ონისე ონიანი

 19.04.24 16:31ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით - ამის შესახებ მსახიობმა ონისე ონიანმა "პირველებთან" განაცხადა და თქვა, რომ გუშინდელი პერფომანსი თეატრ "სახელოსნო 42"-ის სცენაზე იყო იმის დემონ...

საზოგადოება 1713530738

გომელაური
„რა თქმა უნდა, ვეთანხმები და სწორია“ - ვახტანგ გომელაური რუსულ კანონზე

"მკითხეს კანონს ეთანხმებით თუ არა, აბა მითხარი, აბა მითხარი, თითებს გვიშვერდნენ, რა თქმა უნდა, მე ვარ როგორც შს მინისტრი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, გუნდის წევრი ვარ. ისე...

პოლიტიკა 1713530326