საზოგადოება • 1629789484
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.
"რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო და სავალალო, უფრო ტრაგიკული, თუ არა ის, რაც დღეს ხდება. რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება.
ამ ვითარებაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე, სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.
რატომ არავინ მსჯელობს - პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.
ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ თემის სადისკუსიო საკითხად წამოწევას მაშინ, როცა ასეთი ტრაგიკული და რთული დღეები უახლოეს ისტორიაში როდის გვქონია". - თქვა ნინო ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში.
მან ასევე ხაზი გაუსვა სათანადო რეგულაციების არარსებობას მაშინ, როცა კორონავირუსით დღეში 60-70 ადამიანი იღუპება.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქართველოში კორონავირუსი არა მეცნიერული გათვლების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იმართება.
"საქართველოში პანდემიის მართვა ხდება არა ეპიდემიოლოგიური ან მეცნიერული გათვლების თუ მონაცემების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უფლებას.
არ შეიძლება მაშინ, როცა დღეში 60-70 ადამიანი იღუპება, ყველაფერი იყოს ღია.
ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე არიან პასუხისმგებლები, გვესმის საუბარი ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ყველა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე. ეკონომიკაზე ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა, მინისტრებმა.
ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროზე, არ გვესაუბრებიან იმაზე, თუ რა არის მათი პრინციპული პოზიცია და რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე ხმამაღლა. მინდა, მესმოდეს მათი პრინციპული პოზიციები, რა შეიძლება, რომ დღეს გავაკეთოთ". - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული.
„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...
საზოგადოება • 1713558840
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...
სოცმედია • 1713558480
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე ტოგონიძემ...
პოლიტიკა • 1713557820
„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...
პოლიტიკა • 1713557580
“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...
სოცმედია • 1713557401
"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...
სოცმედია • 1713557220
ეს საინტერესოა • 1713555338
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713468243
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713382289
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713296400
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი