„შიზოფრენიით სნეული სექტა იგინებოდა, იწყევლებოდა და კარების შემტვრევას ცდილობდა“ - კონსტანტინე გამსახურდია წეროვანში მომხდარზე

გამსახურდია.jpeg

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, შვილი კონსტანტინე გამსახურდია  მანანა არჩვაძე-გამსახურდიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით,  მანანა არჩვაძემ  წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც ცოტნე გამსახურდია მკურნალობს, მიტინგის მოწყობა სცადა.

„ქალბატონის“ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ, რომელიც დიდი ხანია უხეშად ერევა ცოტნეს მკურნალობაში და გაჰყივის, თითქოს მას ორი წელია მკურნალობის მაგივრად წამლავენ, სცადა მიტინგის მოწყობა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან. „ჩვენ უნდა წავიყვანოთ ცოტნე“, იყო მათი მოთხოვნა. „აქციის“ მონაწილეები მეგაფონში გაჰყიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ.

წეროვანის მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ ამ სანახაობას. საჭირო გახდა დამატებითი დაცვის გამოძახება. მომხვდურებს პოლიციის მხრიდან განემარტათ, რომ სამხედრო ბაზებთან ან ობიექტებთან, სადაც ჯარისკაცები გადიან რეაბილიტაციას, დაუშვებელია მიტინგი, მეგაფონების აგრესიული ხრიალი და ხმაური. დაუმორჩილებლებს კი 15-დღიანი საკანი ემუქრებათ. ამის შემდეგ მათ დასტოვეს იქაურობა.

სექტანტები თავს ისულელებენ, თითქოს გიორგი გამსახურდია საერთოდ არ არის საქმის კურსში. შეგახსენებთ, რომ გიორგი არის ცოტნეს ოფიციალური მხარდამჭერი ანასთან ერთად და ჩვენთან ერთად თვალყურს ადევნებს რეაბილიტაციის პროცესს.

ცოტნეს მკურნალობენ საუკეთესო რეაბილიტოლოგები. მისი მკურნალობა აყვანილია პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ. ნუთუ მადლობის მაგიერია ასეთი მოვარდნა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თსუ
თსუ რექტორის ინიციატივით ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნება

გასული წლის ნოემბერში შემუშავებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის თანახმად, 2024 წლის ბიუჯეტში ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად გამოიყო 350 ათასი ლარი. თსუ რექტორის, აკადემიკ...

განათლება 1711717415

ჯანდაცვის სამინისტრო
სკანდალი სასწრაფოში - ჯანდაცვის უწყება ამტკიცებს, რომ დაკავების მომენტში ბრალდებულები მათთან აღარ მუშაობდნენ

სკანდალი სასწრაფო დახმარების ცენტრში - ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაკავების მომენტში ბრალდებულები მათი თანამშრომლები აღარ იყვნენ. ჯანდაცვის სამინისტრო ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საგა...

კრიმინალი 1711717350

სააკაშვილი
“ივანიშვილის რეჟიმს ეს თემა არ უნდა დავაბლოკინოთ!” – ვის მოუწოდებს აქციებისკენ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, წერს: „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის.ჩემი აზრით, უ...

პოლიტიკა 1711717271

სანაიაა.jpg
„გიორგი სანაიამ ლიფტში გვითხრა, რომ ჰქონდა კასეტა, სადაც ჩანს, თუ როგორ არიან ძალოვნები ჩართული ნარკობიზნესში და ამას საჯაროზე გამოიტანდა… შემდეგ რაც მოხდა, იცით“ – მექა ხანგოშვილი

„სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბამ­დე ორი დღით ადრე, „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში ვი­ყა­ვი.. გა­და­ცე­მის შემ­დეგ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ამ რომ გა­მოგ­ვა­ცი­ლა, ლიფ­ტში გვი­თხრა, რომ მას აქვს კა­სე­ტა, სა­დაც ჩანს, რო­გო...

კრიმინალი 1711717072

შეწირული
თბილისის კლასიკური გიმნაზიის ლეგენდარული დირექტორი ლიანა შეწირული გარდაიცვალა

გარდაიცვალა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ყოფილი დირექტორი ლიანა შეწირული. ლიანა შეწირული პირველ სკოლას თითქმის 50 წელი ხელმძღვანელობდა. ამ სკოლის ისტორიაში აისახა ქვეყნის ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მნ...

საზოგადოება 1711716368

ხვიჩია
„ლგბტ პროპაგანდა ჩავწერე Google-ში და პაპუაშვილი ამომიგდო“ - იაგო ხვიჩია

ლგბტ პრო­პა­გან­და ჩავ­წე­რე Google-ში და პა­პუ­აშ­ვი­ლი ამო­მიგ­დო. ეს არის პა­სუ­ხი იმა­ზე, ვინ არის ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი ლგბტ პრო­პა­გან­დის­ტი - "პრა­იდ­შიც" “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა”, - ამის შე­სა­...

პოლიტიკა 1711716268