სრულად დაფინანსდება საქართველოს 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვა - შოთა არველაძე

შოთა არველაძე

ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებაზე უარი კულტურის სამინისტრომ განაცხადა - აღნიშნულს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება საქართველოში 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიც ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციაა.

არველაძე აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილებით სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

"სინანულით უნდა ვთქვა, რომ ხშირად გვიჭირს ჩვენი ყურადღების იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის დათმობა, სადაც უამრავი ნიჭიერი მოზარდი ელემენტარული საჭიროებების გარეშე ცხოვრობს. ამის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად ახალი წიგნებით მარაგდება.

არ ვისაუბრებ დეტალებზე და არც იმაზე, რა მიზეზით შეჩერდა ეს პროექტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე. რთულ პირობებში ცხოვრების პარალელურად, წიგნი შეიძლება ერთ-ერთ იშვიათ შესაძლებლობად ჩავთვალოთ, რაც ცხოვრებას უფრო ხალისიანს, საინტერესოს და იმედით სავსეს ხდის.

ამიტომ, ვერთვები ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების პროექტში და ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

ჩემს ჩართულობას აქვს ორი მიზანი: გადარჩენა და წახალისება - გადარჩენა უმნიშვნელოვანესი პროექტის და წახალისება მკითხველისა და ახალი თაობის, რათა მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა და შემეცნება.

მადლობა შესაძლებლობისთვის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას. იმედი მაქვს, პროექტში აქტივობების სახით არაერთი სპორტსმენი, მწერალი და მოზარდებისთვის საყვარელი ავტორი ჩაერთვება", - წერს არველაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკო კვარაცხელია
„ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს! არა რუსულ კანონს!“ - ნიკო კვარაცხელიას დედა

ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს!!! არა რუსულ კანონს!!! წერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე Facebook-ზე თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტთან დაკავშირებით. 

საზოგადოება 1713297165

ერჰოფსტადტი
"ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!" - ევროპარლამენტარი

"ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!", - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს და რუსული კანონის საწინააღმდეგოდ...

პოლიტიკა 1713296933

ხარებაა
ხალხი გაუფრთხილებლად, "ხარებას" გამო სცემეს - როგორ დაიწყო დაპირისპირება

დაპირისპირება "ხარებას" ხსენებას მოჰყვა - ამის შესახებ "გიორჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.   მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმს წევრები ადამიანებს ფიზიკ...

პოლიტიკა 1713296842

ასტროპროგნოზი
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დინების მიმართულებით ცურვა ვერ აგიყვანთ იმ სიმაღლემდე, რისი მიღწევის პოტენციალიც გაქვთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ფხიზელი თვალით შეაფასოთ და შესაბამისად იმოქმედოთ. მა...

ეს საინტერესოა 1713296400

რამიშვილი მიშიკო
„ერთი ბალონი დამაცალეს თავზე, ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ“ - მიხეილ რამიშვილი

"ერთი ბალონი დამაცალეს თავზე, ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ თვალებში" - ამ განცხადებას ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აკეთებს და იხსენებს, როგორ გადაამეტეს ძალას სამართალდამცავებმა და როგორ გამოიყენეს მშვიდობ...

პოლიტიკა 1713296076

გიგა სოფრომაძე
„ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე“ - თბილისის მერიის მაღალჩინოსანი რუსული კანონის წინააღმდეგ

საჯარო მოხელე რუსული კანონის წინააღმდეგ - თბილისის მერიის მომედი თანამშრომელი წერს, რომ "ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე" „როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად...

პოლიტიკა 1713295813