15 აგვისტოს ხვიჩა კვარაცხელია, სერია A-ს პირველ ტურში, "ნაპოლის" შემადგენლობაში, პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს

სპორტი 1660513085

კვარაცხელია

15 აგვისტოს, იტალიის სერია A-ს პირველ ტურში, ნაპოლი სტუმრად ვერონას შეხვდება.

ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი იქნება იტალიის ჩემპიონატში.

მის თამაშს ქართველ გულშემატკივართან ერთად, დიდი ინტერესით ელიან იტალიაში.

აი, რას წერს იტალიური სპოეტული პრესა კვარაცხელიას პირველ თამაშზე:

"კვარადონა - ეს ზედმეტსახელი ზოგიერთმა ნეაპოლელმა ფანმა შეარქვა კვარაცხელიას საქართველოდან ჩამოსვლისას და ამან შეიძლება 21 წლის ბიჭი შეაშინოს, მაგრამ მას უყვარს გამოწვევები. რა თქმა უნდა, აგვისტოს მატჩები სტიმულს სძენს ქართველის ოცნებებს, რომლებიც ყოველთვის არ აისახება რეალობაში, თუმცა ამ შემტევ ნახევარმცველს, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ტექნიკური უნარები გააჩნია, რათა ჩემპიონი თვით იტალიაში გახდეს.

ხვიჩას სწრაფმა დრიბლინგმა გამოცდა ჩვენს სუპერტაქტიკურ ჩემპიონატში უნდა გაიაროს, მაგრამ სპალეტის გაკვეთილები, როგორც ჩანს, ყურადღებით აითვისა კვარამ. მას ყოფილი კაპიტანის ლორენცო ინსინიეს შეცვლის რთული მისია დაეკისრა. ქართველმა იცის, როგორ შესძინოს შეტევას სისწრაფე და მოქმედების სიღრმე. ეს სწორედ ისაა, რასაც სპალეტი თავისი განახლებული 4-3-3 ტაქტიკისთვის ითხოვს. ასე რომ, კიმისა და კვარაცხელიას K2-სგან ჩვენ დავინახვთ, იქნება თუ არა "ნაპოლი" ამ ფაქტორის ძალისხმევით მუდამ კონკურენტუნარიანი".

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316

თსუ-სტუდენტებთან შეხვედრა
ჯაბა სამუშია თსუ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუდენტებს   საუნივერსიტეტო სიახლეები მოკლედ...

განათლება 1711718172

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711717915

პენიტენციური
ცოლზე ფიზიკურად იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და წამლები დაალევინა - დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი  

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ., - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 202...

კრიმინალი 1711717863