"გიგა ბოკერია იყო ინიციატორი სააკაშვილთან ერთად და ის ესწრებოდა პირადად ჩემი წამების ფაქტს. ისინი არა მარტო ცოცხალ პატიმრებს აწამებდნენ და ებრძოდნენ ადამიანებს, ისინი გვამებს ერჩოდნენ, ასახიჩრებდნენ", - განაცხადა მოლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 23 აპრილს დააკავეს. გამოძიება მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ქონების მიტაცებას ედავებოდა. სასამართლომ სულხან მოლაშვილს თავდაპირველად თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე ეპიზოდში ბრალდება მოუხსნა და სასჯელი ერთი წლით შეუმსუბუქა. მოგვიანებით კი მოლაშვილი პატიმრობიდან უშუალოდ საქართველოს პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა.
მოლაშვილმა ერთი წლის წინ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები