საშობაო გალა კონცერტი პარიზში
კულტურა - 15:11, 27 Nov, 2019     6591

საერთაშორისო ფონდ “SOS Talents”-ის საშობაო გალა კონცერტი 2019 წლის 5 დეკემბერს ექსკლუზიუად მარსელ დასოს სასახლეში პარიზში, შანზელიზეზე გაიმართება და მონაწილოებას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნიდან ფონდის რვა სტიპენდიანტი.

საზეიმო საღამო ტრადიცულად მარსელ დასოს ოჯახის და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის მხარდაჭერით იმართება. წელს კი კონცერტი მიეძღვნება ქალბატონი Nicole Dassault-ს ხსოვნას. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარსდგებიან სხვადასხვა ეროვნების ნორჩი და უკვე სახელგანთქმული ვირტუოზი პიანსიტები, რომლებიც ფონდ “SOS Talents” -ის ლაურეტები არიან.

გალა კონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის - ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე ახალგაზრდ ტალანტია.

ყოველ წელს შანზელიზეს მე-17 საუკუნის სასახლე და მისი მფლობელი მეცენატების ოჯახი - ექსკლუზიურად ფონდის ტალანტების გალა კონცერტს მასპინძლობს. საფრანგეთის საბრძოლო ავიაციის დამფუძნებლის - ლეგენდარული მარსელ დასოს ოჯახი – სერჟ და ნიკოლ დასოები მუსიკის სიყვარულით გამოირჩევიან და წელსაც კონცერტზე ტრადიციულად ევროპულ მაღალ საზოგადოებას მიიღებენ. დასოების ოჯახი საფრანგეთში ფლობს საავიციო რაფალებს, ასევე გაზეთ “ფიგარო“.

რაც შეეხება ფონდი “SOS Talents”-ს ის 2000 წელს საერთაშორისო ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა - მიშელ სონიმ დაარსა. ფონდის ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარება.

საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტის და იუნესკოს პირველი ქართველი არტისტის - ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება.

ფონდის მიერ შერჩეული ბავშვები, სკოლის პროგრამის პარალელურად, დამატებით ითვისებენ მიშელ სონის მიერ შექმნილ სპეციალურ მეთოდიკას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განავითარონ ტექნიკური თუ მუსიკალური შესაძლებლობები.

ბევრმა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სწორედ ამ ფონდის დახმარებით გაიკვალა გზა საერთაშორისო სცენისკენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42