ორი წელი წელი "გავრილოვის“ სისხლიანი ღამიდან - სამოქალაქო პროტესტი ოკუპანტს და ხელისუფლების პასუხი მოქალაქეებს (ფოტორეპორტაჟი)
პოლიტიკა - 00:00, 20 Jun, 2021     1670

გვახსოვდეს რა ჩაიდინა ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს - გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ორი წელი შესრულდა.

ორი წლის წინ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ბრძანებით, 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია. ხელისუფლება დღემდე გაურბის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ საქართველოში მართლმადიდებლურ პარლამენტთაშორის ფორუმზე დასასწრებად საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დუმისს დელეგაცია ჩამოვიდა. ავლაბრის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე, დეპუტატ გავრილოვის სიტყვით გამოვლისას, უკრაინის ელჩმა საქართველოში ფორუმი პროტესტის ნიშნად დტოვა, საქართველოს დეპუტაცია კი მას მოწიწებით უსმენდა.

გავრილოვის ვიზიტი სკანდალის კულმინაცია:

გავრილოვი, რომელიც აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, ფორუმის მეორე დღეს ქართველმა ხალხმა მოულოდნლად საქართველოს პარლამენტის შენობაში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იხილა, რომელსაც სწორედ ამ ადგილიდან უნდა მიემართა ფორუმის დამსწრეთათვის.

ამ ფაქტმა პროტესტი გამოიწვია არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში, არამედ ქართულ საზოგადოებაში. რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების მხრიდან დაშვებას იმისას, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს მიეცა უფლება საქართველოს პარლამენტში შესულიყო და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მოკალათებულიყო, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.

ეს არის ფოტორეპორტაჟი, რომელიც კარგად ასახავს, თუ როგორ დაშალა ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმის მეშვეობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია; თუ როგორ უსწორდებოდნენ ისინი რიგით მოქალაქეებს და მედიის წარმომადგენლებს; მხუთავი გაზი და რეზინი ტყვიები, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხი ქვეშ დააყენა. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა, რამდენიმეს მათგანს, თავის არეში ნასროლი ტყვიების გამო, ნეიროქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პროტესტი, რომელმაც ხელისუფლებას დაანახა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქაში დაბადებული თაობა რუსულ ოკუპაციას არ შეეგუება.

ზურაბ ცერცვაძის ფოტორეპორტაჟი, სპეციალურად "ნიუპოსტისთვის"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
"შანაეს ინსტაგრამია ეს... ვიღაც გაურკვეველმა ასე დაუსრულა სიცოცხლე..." - ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი
"გოგოებო აგურები, ქვები, ჩაქუჩები, სპრეი და რაც მოგაგონდებათ კიდევ, თან ატარეთ და თავი დაიცავითო, პოსტები მხვდება" - ნათია ფანჯიკიძის სარკასტული პოსტი
"გვაპატიე, მასწავლებელო, რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული" - ლადო აფხაზავა
"რა ტურიზმი და რა ევროკავშირი?! შემოგვღობეთ აწი და დაგვაწერეთ, რომ ადამიანებისთვის საშიში ტერიტორიაა" - ბაია პატარაია
"ოცნების" ლიდერები ერთმანეთს ფარულად უთვალთვალებენ, უსმენენ და იწერენ, რასაც ივანიშვილთან დიდი საქმის გარჩევა მოჰყვა
"საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს! სიცოცხლით სავსე ქვეყანა" - სოფო ჭყონია ავსტრალიელი ქალის საქმეზე
წამება ჩანგლით, ცხელი უთოთი, და წყლის ჭავლით - მსხვერპლი ქალაქის მთავარი ნარკოლრეალიზატორია. მფარველობს თუ არა მას პოლიცია
საუკუნის ძარცვა სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში - კომპიუტერები ლეპტოპები და მობილურები, სადაც გამოძებისათვის უმნიშვნელოვანესი მასალები ინახებოდა, სახელმწიფო ექსპერტმა დაალომბარდა
ვახტანგ ჯავახაძემ და ბესიკ ხარანაულმა "ლიტერადან" თავიანთი წიგნები მოხსნეს
"ლიტერადან" წიგნი გელა ჩარკვიანმაც მოხსნა
ავსტრალიელი ქალის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება
"ვიღაც კაცი მოვიდა და საჯდომზე ძლიერად დამარტყა... დაიწყო ყვირილი და შემდგომ მასტურბაცია. მე ვიყავი ძალიან შეშინებული" - როგორ გახდა კანადელი ქალბატონი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი რუსთაველის გამზირის მიმდებარედ
შსს-ს განცხადება ავსტრალიელი ქალის სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით
(+18) კადრები, თუ როგორ ხდებიან უცხოელი ქალბატონები თბილისის ცენტრში სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი (ტვ. პირველის ვიდეოკადრები)
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42