2020 წლის საარჩევნო პერიოდში ქართულ კიბერსივრცეში რუსული სპეცსამსახურები გააქტიურდებიან - "რეფორმერის" წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია
პოლიტიკა - 16:58, 31 Aug, 2020     1415

"რეფორმერის" წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია საარჩევნო პერიოდში რუსეთის სპეცსამსახურების გააქტიურების შესახებ განცხადებას აკეთებს. როგორც ლაშა პატარაია აცხადებს, 2020 წელს არჩევნების პერიოდში გაძლიერდება საფრთხეები რუსული სპეცსამსახურების მხრიდან.

ლაშა პატარაია: "ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველებით დაწყებული მსოფლიოს წამყვანი კომპანიების კიბერუსაფრთხოების ექსპერტებით დამთავრებული აქტიურად მიდის საუბარი რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებაზე 2020 წლის საარჩევნო პერიოდში აშშ-ში და არა მხოლოდ. 2016 წელს მათ გაავარჯიშეს შესაძლებლობები, რომლებმაც აჩვენეს მსოფლიოს, რომ კიბერშესაძლებლობებით შესაძლებელია მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების არჩევნებზეც კი იქონიო გავლენა და შესაბამისად, გადაწყვიტო გლობალური ძალთა ბალანსი.

სწორედ ამ არჩევნების დროს მომხდარ რუსულ კიბერ შეტევებზე მოამზადა უსაფრთხოების ექსპერტმა ლაშა პატარაიამ სპეციალური პუბლიკაცია, რომელიც საჯაროდ, Amazon-ზეც არის ხელმისაწვდომი და წამყვან კვლევით ორგანიზაციებშიც სათურით “Hacking the US Elections”. ასევე, ახლახან პოლონეთის საელჩოს დაკვეთით, მან განახორციელა ანალიტიკური პროექტი სახელწოდებით „ჩუმი ომი“, რომელიც გამოქვეყნდა NewEasternEurope-ის (https://neweasterneurope.eu/) სპეციალურ გამოცემაში და ეხებოდა რუსული სპეცსამსახურების მოქმედებებს, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ისე შემდგომ კიბერ შპიონაჟზე. ამ პუბლიკაციაში ნათლად არის წარმოჩენილი რუსული სპეცსამსახურების მოქმედების მეთოდები, ხერხები, ძალები და საშუალებები.

ლაშა პატარაიას განცხადებით, რუსული სპეცსამსახურებისთვის საქართველოს კიბერსივრცე ხშირად არის ერთგვარი სათამაშო ადგილი მათი კიბერშემტევი შესაძლებლობების ტესტირებისა და დახვეწისთვის, ბევრი რამ, რისი დახვეწა და განხორციელებაც ხდება რუსული სპეცსამსახურების მიერ, უფრო მასშტაბური მოდელით გამოიყენება დასავლეთის წინააღმდეგ. ამასთან ერთად მიმდინარე ჰიბრიდული ომის პირობებში, წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებისთვის. ჩვენ უნდა ველოდოთ კომპლექსურ კიბერშეტევებს არა მარტო ინფორმაციის მოპარვისა და პოპულარული ადგილობრივი ინტერნეტრესურსების დაზიანებას, როგორც ხდება ხოლმე, არამედ აქტიურ კიბერპროპაგანდისტულ მუშაობას. არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში ვიხილავთ ტროლებს, ბოტებს, საინფორმაციო დეზინფორმაციულ კამპანიებს, ყალბ ახალ ამბებს, ახალ ინექციებს საზოგადოებრივ განწყობაში და რუსული ნარატივის სრულ არქიტექტურას საქართველოსთან მიმართებაში.

როგორც ლაშა პატარაია აღნიშნავს, " უკვე გასაჯაროვებული კვლევებიდან გამომდინარე და კიბერუსაფრთხოებისა და ეროვნული უსაფრთხოების პროფესიულ წრეებში გავრცელებული აზრით, პროფესიული ობზერვაციითა და ისტორიული მონაცემების ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო პერიოდში ჩვენ ვიხილავთ უცხო ქვეყნის მიერ განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნოლოგიური ასპექტით და რომლის მიზანებიც იქნება: კიბერშეტევები, რომლებიც მიმართული იქნება საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე და კიბერ ღონისძიებებს, რომლებიც გატარდება პოლიტიკურ პარტიებთან, ორგანიზაციებთან და სხვადასხვა კამპანიებთან მიმართებაში, ასევე გავლენის მოპოვებაზე მიმართულ ღონისძიებებს, მათ შორის კომპრომატირებისა და შანტაჟის აქტებს გადაწყვეტილების მიმღებ თუ მაღალი საზოგადოებრივი გავლენის მქონე პირებსა და ორგანიზაციებზე.

აქტიური ღონისძიებების ფორმებად გამოყენებული იქნება დეზინფორმაციის გავრცელება, მონაცემებით მანიპულირება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ახალი ნარატივების ინექცია, ასევე სხვადასხვა კიბერ და პროპაგანდისტული დაჯგუფებების გამოყენება, წვდომის მოპოვება სხვადასხვა მნიშვნელოვან ელექტრონულ აქტივებზე, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ უსაფრთხოებასთან და სხვა ღირებულ ინფორმაციასთან.

ლაშა პატარაია: ეს განცხადება არ ემსახურება ადამიანების ალარმიზებას და ისედაც დაძაბული საზოგადოების დასტრესვას, ჩვენი მიზანია შესაბამისმა სამსახურებმა გაითვალისწინონ აღნიშნული საფრთხის მნიშვნელობა, ამ სფეროს მიენიჭოს ადეკვატური პრიორიტეტულობა და გატარდეს შესაბამისი პრევენციული ზომები, სხვა შემთხვევაში, ისე როგორც იყო აქამდე, მოგვიწევს ყოფნა რეაქციულ რეჟიმში -აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42