ერთობლივი ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია თსუ-ში
განათლება - 11:13, 26 Oct, 2020     910
ახალი ერთობლივი ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად უნიკალურ შანსს აძლევს. თსუ-სა და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, პროგრამის ხელმძღვანელი, თსუ პროფესორი იოსებ ხელაშვილი, სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ქართულ-ფრანგული პროგრამის კურსდამთავრებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, რეგიონში პირველებმა მიიღონ თსუ-ს ტურიზმის მაგისტრის და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის - ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრის ორმაგი დიპლომი. მისი თქმით, მომავალში დამატებით რამდენიმე ახალი ქართულ-ფრანგული ერთობლივი პროგრამის განხორციელებაა დაგეგმილი. „ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პროგრამის პრაქტიკული ნაწილი საფრანგეტში ტურისტულ კომპანიებში განხორციელდება. ეს იქნება თსუ სტუდენტებისთვის უნიკალური საშუალება - გაეცნონ ფრანგული ტურიზმის ინდუსტრიას და მიღებული გამოცდილება გადმოიტანონ ქართულ რეალობაში,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, თსუ-სა და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს ტურიზმის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას. „ვულოცავ თსუ-ს ამ შესანიშნავ პროგრამას ტურიზმის სფეროში და ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის დარგში. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რაც დღეს ტურიზმს მთელ მსოფლიოში და საქართველოში ხვდა წილად, ეს სფერო კვლავაც იქნება დინამიური და წარმატებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალი, ევროპული სტილით განათლებული და კვალიფიციური კადრები შეემატოს ამ სფეროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წამოწყება იქნება წარმატებული,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

პროგრამაზე ჩარიცხვა მიულოცა სტუდენტებს და თსუ-სთან აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა. „საქართველოს არჩევანი - განავითაროს თანამედროვე, მაღალი ხარისხის, მწვანე ტურიზმი, არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომელსაც აქვს პერსპექტივა იყოს წარმატებული და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში მეც ვარ ჩართული,“- განაცხადა დიეგო კოლასმა.

პროგრამის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის, იოსებ ხელაშვილის განცხადებით, სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი“ ხელს შეუწყობს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას: „გადავწყვიტეთ, რომ პროგრამისთვის მიგვეცა უფრო პრაქტიკული მხარე და შეგვერჩია საუკეთესო პრაქტიკა ლიონის მხრიდან. სამაგისტრო პროგრამა არის ძალიან საინტერესო, მის შემუშავებაზე საკმაოდ დიდი დრო დავხარჯეთ. ჩვენთან ისწავლება ახალი, ინოვაციური საგნები, რომელთა საქართველოში სწავლების პრაქტიკაც არ არსებობს. ეს საგნები სტუდენტს კონკრეტულ უპირატესობას შესძენს ბაზარზე.“

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე პირველი ნაკადი (13 სტუდენტი) თსუ-მ წელს მიიღო. ნათია გოგუაძე ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ 13 სტუდენტს შორის ერთ-ერთია. მისი თქმით, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა მას და დანარჩენ სტუდენტებს მისცემს საშუალებას, უპასუხონ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს: „ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება ისეთ უნივერსიტეტში, როგორიც არის ლიონ 2. დღეს, ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია კომპეტენტური, პროფესიონალი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე კადრების მომზადება და მათი ჩართვა ტურიზმის ინდუსტრიაში.“







მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
დედამიწას 22 ტონიანი უკონტროლო ჩინური რაკეტა უახლოვდება
"ბავშვი აბსოლუტურად გათეთრდა“...." - რუსუდან კერვალიშვილი შვილიშვილთან შეხვედრას იხსენებს
მე არ ვისვენებ, მე "ზაგარი“ მივიღე უკვე, თვითონ იბოდიალეს 6 თვე - ზარქუა გიორგი ვაშაძეს პასუხობს
6 მაისს გიორგობაა - წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღე
იმნაძე: ჩვენთან 80% ბრიტანული შტამია, ინდური, აფრიკული და ბრაზილიური ჯერ არ გამოვლენილა
"როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა, მთელი 9 თვე ვნატრობდი, რომ..." - რუსუდან კერვალიშვილი (ვიდეო)
“ვახტანგი გამომემშვიდობა და ამის შემდეგ 12 დღეში გარდაიცვალა, ის კვირაში ერთხელ მიდიოდა მაიასთან,შემდეგ შვილთან ციხეში, განიცდიდა ჩვენ მდგომარეობას”
აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს - პაატა იმნაძე
გამყრელიძე: თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, პანდემიის დასრულება რთული იქნება
"ჰუავეიზე გადავედი" – ჯაფარიძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა
გთავაზობთ ბევრ გამოწვევას და 1 500-დან 3 000-მდე ხელფასს – "გირჩი“ ვაკანსიებს აცხადებს
თიანეთში რძალზე ძალადობის ბრალდებით 96 წლის ვარდო თათარაშვილი პასუხისგებაში მიეცა
"კარტოგრაფებზე გაკეთებული პროპაგანდისტული, ადამიანების მოსპობაზე გამიზნული ფილმის მერე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთობას ვწყვეტ" - ელენე ხოშტარია
“როცა გამოდიხარ, მთავარ კონკურენტად ციხეში მყოფ ნიკა მელიას მიიჩნევ, ჯერ ამხელა ბრძოლა გაქვს წინ და მაინც ენმ-ს ურტყამ ეს არის კომპლექსი…ეს განცხადებები, სამარცხვინოა” – გიორგი ბოტკოველი
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42