თსუ და ეროვნული მუზეუმი პროფესიული პროგრამის განხორციელებას იწყებენ
განათლება - 17:20, 28 Oct, 2020     2392

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერთობლივ პროფესიულ პროგრამას შექმნიან, რომლის პრაქტიკული ნაწილი ვანის მუზეუმში განხორციელდება. შეთანხმებას თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერეს ხელი. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვანის არქეოლგიურ მუზეუმში ერთობლივი კვლევების და საზაფხულო სკოლების პროექტის განხორციელებაც იგეგმება.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ახალი პროგრამა კიდევ მეტად გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას, „ძალიან ბევრი ჩანაფიქრი გვაქვს, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ მუზეუმთან ერთად, ეს ითვალისწინებს ადგილობრივი კადრების გადამზადებას, ერთობლივ კვლევას, ერთობლივ სადოქტორო პროგრამას, საზაფხულო სკოლების მთელ პროექტს, რომელიც ამ რეგიონში ჩამოყალიბდება.“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ. მისივე განცხადებით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმთან. კერძოდ, მუზეუმის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ გაიარონ გადამზადება და აიმაღლონ კვალიფიკაცია სწორედ უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის საშუალებით. ამასთან, პროგრამაზე სწავლა შეეძლება კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, რომლებიც საველე პრაქტიკას სწორედ ვანის მუზეუმში გაივლიან. კურსდამთავრებულები აკრედიტებულ პროგრამაზე ისწავლიან და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

„ეროვნულ მუზეუმს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს და ბუნებრივია ვანის მუზეუმი იქნება ამის ნაწილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ეს პლატფორმა გამოყენებული იყოს მეცნიერების განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროფესიების განვითარებისთვის. ვანი წარმოადგენს რეგიონალურ ცენტრს, როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულს და სამეცნიეროს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფესიების განვითარება, რომელიც დაკავშირებულია მუზეუმთან და სწორედ ამაში დაგვეხმარება ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვანში მომზადდება საუკეთესო კადრები, როგორც მუზეუმში, ისე შემოგარენში. ამასთან ერთად, ვანის მუზეუმი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42