ექიმები სამხცხე-ჯავახეთში საქველმოქმედო აქციას გამართავენ
ჯანმრთელობა - 10:21, 19 Mar, 2021     601

19-20 მარტს, ექიმების ჯგუფი, ჟურნალისტების თანადგომითა და ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაქალაქევის ადმინსიტრაციულ ერთეულსა და ახალაქალაქის სოფელ კოთელიაში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარებს და საჭირო მედიკამენტებს გადასცემს.

,,მსოფლიოსა და შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ამიტომ, ჟურნალისტებისა და ექიმების ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ ზემოხსენებულ დასახლებულ პუნქტებში პერიოდულად გავმართოთ საქველმოქმედო აქცია”, - ამბობს იდეის ავტორი ვანო პავლიაშვილი.

ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფს პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ხელმძღვანელობს.

„კოვიდპანდემიის გამო მოსახლეობის გარვეული ნაწილი სამედიცინო მომსახურეობას მოწყდა. ამიტომაც, ექიმების ჯგუფმა, ჟურნალისტებთნ ერთად, გადავწყვიტეთ, პერიფერიული სოფლები მოვინახულოთ და საჭირო მედიკამენტები მივაწოდოთ, რაშიც ფარმაცევტული კომპანია GM ფარმა დაგვეხმარა,“ - აცხადებს სოლომონ ზეიკიძე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ამჯერად ბუღალტერთა კლუბფორუმის, საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენის, ბილალ ილდიზის, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის, „ზედაზენისა“ და „ჯი-ემ ფარმას“ თანადგომით ხორციელდება.

შეგახსენებთ: ექიმთა ჯგუფმა, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, ანალოგიური საქველმოქმედო აქცია, გასულ თვეს ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ილტოს ხეობაში გამართა.

19 მარტს, პარასკევს, ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაქალაქევის ადმინსიტრაციულ ერთეულში საქველმოქმდო აქცია 14:00 საათზე დაიწყება.

20 მარტს, შაბათს, ახალაქალაქის სოფელ კოთელიაში კი - 11:00 საათზე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა
ნიკა მელია "ქართული ცონების" წინააღმდეგ - სტასბურგმა სარჩელი მიიღო
კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 160 მილიონს გადააჭარბა
"40 წუთის უკან აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი - ვატო წერეთელი
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
ყველამ იცის, მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალია - კობახიძე
მარტო სამეფო ტახტზე - დედოფალი ელისაბედი პირველად დაესწო საჯარო ღონისძიებას პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ (ფოტო)
სიგარეტის მოწევის თავის დანებების უჩვეულო მეთოდი (ვიდეო, ფოტო)
მედდას 8 ჩვილის მკვლელობა ედება ბრალად
უგულავას დიეტა უფრო ეფექტურია თუ მელიასი - რას პასუხობენ პოლიტიკოსები ინგა გრიგოლიას (ვიდეო)
"ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა
იტალიაში 23 წლის ქალს შემთხვევით Pfizer-ის 6 დოზა ერთდროულად გაუკეთეს
მაისის ბოლოსთვის კომენდანტის საათიც მოიხსნება, ეს ჩემი აზრია - ცერცვაძე
“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ექვსი თვით…“ - თამარ ლეკვეიშვილი
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42