"მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით" - თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ახალი სოციალური კამპანიის შესახებ
ჯანმრთელობა - 15:29, 24 Mar, 2021     809

რა როლი აქვს მკურნალობას მშობლიურ გარემოში?

მშობლიური გარემო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მკურნალობის პროცესში, ასეთ დროს, პაციენტის სხვადასხვა ემოციები სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს - ღიმილი, ცრემლი, სევდა, სიხარული, იმედი - მნიშვნელოვანია ამ ემოციების გამოხატვის დროს მშობლიურ გარემოში იყო, ახლობელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, შინაურ ცხოველთან, კოლეგებთან, რადგან ხშირად სწორედ ეს გარემო ხდება სიმშვიდის გარანტი. ჩვენ, ადამიანები, ყოველდღიურად უამრავ დეტალს ვაქცევთ ყურადღებას, უცნობ ადამიანებსაც კი, ვისაც ყოველ დღე ვხვდებით ნაცნობ ქუჩაზე, სახლი, სადაც ვცხოვრობთ, საწოლი ოთახი, სადაც ყველაზე მშვიდად გვძინავს, ადგილები და ნივთები, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის, მოგონებები, რომლებიც დადებით მუხტს გადმოგვცემს, სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა გვაძლევს ემოციურ სიძლიერეს! უცნობ გარემოში ადაპტირება კიდევ უფრო სტრესულია, როდესაც მკურნალობისთვის იცვლი საცხოვრებელს - პაციენტისთვის ხშირად მშობლიურ ენაზე ექიმებთან კომუნიკაციასაც კი დიდი როლი ენიჭება. ჩვენი გასტრონომიული ჩვეულებების გამო, ორგანიზს უჭირს ახალ საკვებთან შეგუება, განსხვავებული სასმელი წყლის მიღება, ალერგიულ დერმატიტს ხშირად იწვევს კანისთვის მიუჩვეველი წყლის შეხებაც.

ჩვენი კამპანიის მთავარ ვიდეო რგოლში სწორედ ეს ჩანს - პაციენტის წერილებით გადმოცემული ისტორია, რომელიც მადლობას უხდის სრულიად უცნობ ადამიანს, რომელმაც ტელევიზიით თავისი ისტორიის მოყოლით გადაარჩინა, მადლობას უხდის ჩვენი კლინიკის პიანისტს, რომელიც ამ რთული გზის გავლის დროს პოზიტიურად განაწყობდა პროცედურებამდე. ჩვენი პაციენტის, ნონას ისტორია კიდევ ერთი დასტურია, იმის, თუ რა შეუცვლელი ძალა აქვს მშობლიურ გარემოში მკურნალობას და სწორ ემოციურ მხარდაჭერას.

თქვენი კლინიკა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა, მიმდინარე კამპანიაც ამას მოწმობს - რატომ ონკოლოგიაზე განსაკუთრებული აქცენტი?

ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობის მაჩვენებლებით მსოფლიოში რიგით მეორეა გულსისხლძარღვთა დაავადების შემდეგ. გაცილებით მეტი სტერეოტიპი, ცრუ ინფორმაცია და არასწორი დამოკიდებულებაა სწორედ ონკოლოგიური დაავადებების მიმართ.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პოზიტიურად ცვლის მოსახლეობის დამოკიდებულებას, ქცევას. განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს მნიშვნელოვანი როლი აკისრია სწორ კომუნიკაციაში. ჩვენი კამპანიებით ვცდილობთ დავამსხვრიოთ არაერთი მითი - მოსახლეობის ნაწილს აქვთ დიაგნოზის მოსმენის შიში, დაავადებულ პაციენტებს კი ხშირად ჰგონიათ, რომ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია „ანგრევს“. ჩვენს კლინიკაში თითოეულ პაციენტს განიხილავენ ინდივიდუალურად, საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით, სწორად და ინდივიდუალურად დაგეგმილი მკურნალობა გართულებებს და გვერდით მოვლენებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ჩვენი თითოეული კამპანიით გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ ყველაზე მთავარი რამ - როდესაც ხარ ინფორმირებული, ხარ ძლიერი!

ვიდეო რგოლის მთავარი გმირი ქუთაისიდან არის, ალბათ სხვადასხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდანაც ბევრი პაციენტი გყავთ, რა არის ის მთავარი მიზეზი რის გამოც ნდობას გიცხადებენ?

ჩვენთან პაციენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოდიან და არამარტო ქვეყნის, ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველა თანასწორი ვართ. ვფიქრობ, რომ ნდობა განპირობებულია მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომით, გამოცდილებით, სამედიცინო პერსონალის მუდმივი განათლებით.

საჯაროდ ათეულობით პაციენტის ისტორია გვაქვს გადმოცემული, ეს რიცხვი რეალურად, გაცილებით მეტია - ათეულობით ათასი პაციენტი თავად არიან ცოცხალი მაგალითები, რომ კიბო განაჩენი არ არის, რომ დროული დიაგნოსტიკა პრინციპულად მნიშვნელოვანს ხდის მკურნალობის ეფექტურად წარმართვას.

განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით ნდობას, რომელიც 30 წლიანი გამოცდილებით, პროფესიონალი ექიმებით, ჩვენი სოციალური კამპანიებით და პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვით მოვიპოვეთ.

ვიდეო რგოლის გარდა, სხვა რა საკომუნიკაციო გეგმები გაქვთ კამპანიის ფარგლებში?

კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ჩვენს მკითხველს უკვე შესაძლებლობა აქვს კამპანიის მთავარ ვიდეოს გაეცნოს, რომელსაც მოჰყვება ფოტოსესია პაციენტებისა და იმ ახლობელი ადამიანების, ვინც გასაკუთრებული როლი ითამაშეს მათი გამოჯანმრთელების რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან გზაზე.

იქნება მორიგი ვიდეო რგოლი, სადაც კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ რამხელა როლი აქვს სწორ ემოციურ მხარდაჭერას. კამპანიას სრული მხარდაჭერა ექნება სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიასა და სატელევიზიო გადაცემებში.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"40 წუთის უკან აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი - ვატო წერეთელი
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
ყველამ იცის, მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალია - კობახიძე
მარტო სამეფო ტახტზე - დედოფალი ელისაბედი პირველად დაესწო საჯარო ღონისძიებას პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ (ფოტო)
სიგარეტის მოწევის თავის დანებების უჩვეულო მეთოდი (ვიდეო, ფოტო)
მედდას 8 ჩვილის მკვლელობა ედება ბრალად
უგულავას დიეტა უფრო ეფექტურია თუ მელიასი - რას პასუხობენ პოლიტიკოსები ინგა გრიგოლიას (ვიდეო)
"ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა
იტალიაში 23 წლის ქალს შემთხვევით Pfizer-ის 6 დოზა ერთდროულად გაუკეთეს
მაისის ბოლოსთვის კომენდანტის საათიც მოიხსნება, ეს ჩემი აზრია - ცერცვაძე
“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ექვსი თვით…“ - თამარ ლეკვეიშვილი
მიშელის დოკუმენტით ორი "პოლიტკრიმინალი" გათავისუფლდა, სხვებზე მემორანდუმი არ ვრცელდება და სამართალწარმოება გაგრძელდება - კობახიძე
თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა და დადგება შესაბამისი განაჩენი - კობახიძე
ამ წუთებში შეტაკებაა, არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან! - საქართველოს საელჩოს საგანგებო მიმართვა ისრაელში მყოფ ქართველებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42