"საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება" - მიტროპოლიტი ანდრია დაწესებულ შეზღუდვებზე
საზოგადოება - 21:59, 12 Apr, 2021     586

გორისა და ატენის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანდრია პანდემიის პირობებში არსებულ შეზღუდვებთან და საკარანტინო ნორმების შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება".

მიტროპოლიტი მის მოსაზრებას არგუნემენტებით ამყარებს და საუბრობს მიზეზებზე თუ რატომ უნდა შემსუბუდეს დაწესებული შეზღუდვები.

მეუფე ანდრიას განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეული დარღვევის ფაქტები ფიქსირდება, საზოგადოება საკმაოდ ყურადღებით ეკიდება რეგულაციებს.

"ახლა მიდის საუბარი, რომ ზომები კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს ან ის ძველი ნორმები იყოს დაბრუნებული და ამასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა და ეს აზრი, როგორც თხოვნა გავაჟღერო. ვფიქრობ, რომ საჭიროა პირიქით, აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად. ჩვენ, მოქალაქეებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ხელისუფებას ამ ზომების დაცვაში იმიტომ, რომ ეს ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - ადამიანის ჯანმრთელობას.

რატომ მიმაჩნია, რომ არის საჭირო ამ ნორმების გადახედვა და შემსუბუქება: პირველი - ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩვენ მეორე წელია ვართ ამ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საზოგადოების წევრები უკვე შესამჩნევად არიან გაღიზიანებულები, თუნდაც ის ფაქტი, რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა - ტაქსის მძღოლმა თავისი მანქანა დაწვა.

მეორე - ეკონომიკური მდგომარეობა არის რთული. თუ მიეცათ საქმიანობის განხორციელებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს შეამსუბუქებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მდგომარეობასაც. სახელმწიფოსაც მძიმე ტვირთად დააწვა ეს ვითარება, იგივე კომპენსაციები. მინდა აღვნიშნო, რომ კომპენსაციებზე გაცილებით მნიშვნელოვანია ადმიანებს მიეცეთ ნორმების დაცვით საქმიანობის შესაძლებლობა.

მესამე - ახლა ჩვენ ვისმენთ, რომ ზოგიერთი კომპანიები და მათი ხელმძღვანელები აშინებენ ადამიანებს, რომ ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, ვერ იმუშავებს ან ვერ შევა დაწესებულებაში. მინდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტად აპირისპირებს და აღიზიანებს ერთმანეთთან საზოგადოებას და ყველას ვთხოვდი, რომ ასეთი განცხადებები ამ ვითარებაში არ არის გასაკეთებელი.

მეოთხე საკითხი - პანდემიის ვითარებაში სამედიცინო პერსონალმა საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო და მათი პროფესიონალიზმი გაიზარდა. სამედიცინო პირებმა უკვე კარგად იციან, როგორ უნდა ებრძლონ ამ ვირუსს, რა ზომები არის განსახორციელებელი. სამწუხაროდ, კიდევ არის გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ღვთის წყალობით, ექიმების პროფესიონალიზმით და ამავე დროს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ზომებით, საკმაოდ დაბალი არის სიკვდილიანობა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორგანიზებულობის ხარისხი მაღალია, როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე სახელმწიფო სტრუქტურების და ჩვენი საზოგადოებაც საკმაოდ ყურადღებიანად და ორგანიზებულად იქცეოდა და დღესაც იქცევა. რა თქმა უნდა, არის დარღვევის ცალკეული ფაქტები, შეკრებები, მაგრამ გარკვეულწილად, ეს მაინც არის დაკავშირებული ადამიანების სულიერ მდგომარეობასთან, ადამიანები გადაიღალნენ ერთმანეთის გარეშე ყოფნით.

ზოგადად, საზოგადოების ორგანიზებულობა და ყურადღება ამ საკითხისადმი საკმაოდ მაღალია. ყოველივე დასახლებულის საფუძველზე მიმაჩნია, რომ საკარანტინო ნორმები იყოს გადახედილი და შემსუბუქებული. ამას ხელს უწყობს ვაქცინაციის დაწყების პროცესიც.

რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგები, სახელმწიფო სტრუქტურები უკეთესად დაგეგმავენ, წარმართავენ და იტყვიან, რისი გაკეთება შეიძლება.

შეიძლება გადაისინჯოს და შეიცვალოს სხვადასხვა ნორმები. შეიძლება იყოს დღისა და ღამის ნორმები სხვადასხვა სახის. შეიძლება მოხდეს გადახედვა ფართისა და ადამიანების რაოდენობის მიმართ. მაგალითად, ისეთი დაწესებულებებისათვის, როგორც არის თეატრები, საკონცერტო დარბაზები, დახურული შენობები, ვთქვათ იტევს 300 კაცს, თუ შესაძლებელია, ნორმის დაცვით 100 კაცი დაესწროს, იყოს ამის შესაძლებლობა, რომ იმუშავოს თეატრმაც, საკონცერტო დარბაზმაც, ადამიანიც მივიდეს და დაესწროს.

ასეთი არის ჩემი მოსაზრება, რომელიც გაგაცანით და მინდა, რომ ჩვენს ხელისუფლებამდე მივიდეს ეს მოსაზრება. თუ თქვენ მეთანხმებით, მაშინ ეს იქნება ჩვენი ერთობით და ყველას სახელით მიწოდებული ჩვენი ხელისუფლებისადმი", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრიამ ტაძარში შეკრებილ მრევლთან.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მოვითხოვთ სამართალდამცავი ორგანოებისგან, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მთავარი არხის ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება
"მე ასპერგერის სინდრომი მაქვს" - იხუმრა თუ არა ილონ მასკმა იუმორისტულ გადაცემაში
აშშ-ისა და უკრაინის სასაზღვრო ხომალდები შავ ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ატარებენ
ბარაკ ობამას ძაღლი ბო მოკვდა
ავღანეთში გოგონათა სკოლის შენობასთან ბომბის აფეთქების შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა
გერმანიაში ვაქცინირებულ პირებისთვის კომენდანტის საათი არ იმოქმედებს
"თავისუფლება!" - ესპანეთში კომენდანტის საათის გაუქმება ცეკვით აღნიშნეს (ვიდეო)
გირაოს გადახდისა და პროკურატურის შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო ნიკა მელიას საპატიმროდან დღესაც არ უშვებს
ახლა უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული, რა ვადაში მოხდება მელიას გირაოზე შუამდგომლობის განხილვა - პროკურორი
"მშობლების ჩამოსვლის შემდეგ გვამის ამოცნობაზე მივალთ" - თბილისში გარდაცვლილი ყაზახი გოგონას ოჯახი საქართველოში ჩამოსვლასა და საქმის დეტალებში გარკვევას გეგმავს
ნიკა მელია საპატიმროს უახლოეს საათებში დატოვებს - პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა
სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო - TDI
პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკებით - კომუნისტური პარტიის აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი რუსული დროშების ფონზე - გორში სტალინის მომხრეები საბჭოთა დიქტატორის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42