მასობრივი კომუნიკაცია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამა
განათლება - 12:47, 26 Apr, 2021     252

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უკვე გამოაცხადა მიღება ახალ სადოქტორო პროგრამაზე - მასობრივი კომუნიკაცია. დღევანდელი სამყარო მასობრივი კომუნიკაციის თანამედროვე ტენდენციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ურთულესი გამოწვევაა სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ამ ტენდენციებში გარკვევა და სიღრმისეული სამეცნიერო ანალიზი კი კსუ-ს ახალი სადოქტორო პროგრამის მიზანია.

„მასობრივი კომუნიკაციის მთავარი გამოწვევა ინტერნეტის გაჩენის შემდეგ გახდა ის, რომ დღეს პოლიტიკოსებს, კომპანიებს, დიდ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დაუყოვნებლივი და პირდაპირი უკუკავშირი მომხმარებლისგან თუ ამომრჩევლისგან, თუმცა ეს ერთდროულად არის თანამედროვეობის დადებითი და უარყოფითი მხარეც. ინტერნეტის, სოციალური ქსელების გამოგონებამ და ვაჭრობის იკომერს-პლატფორმებზე გადატანამ საშუალება მისცა მომხმარებელს საკუთარი აზრი იქვე, მყისიერად დააფიქსიროს და წლობით ნაშენები კომუნიკაცია ერთ წამში დაანგრიოს. მკვლევრის მნიშვნელოვანი როლიც სწორედ აქ იკვეთება: შეისწავლოს, გააანალიზოს, გაიაზროს და სისტემატიზაცია მოახდინოს იმ ახალი იდეებისა და ტექნიკების, რასაც თანამედროვე მასობრივი კომუნიკაცია სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს სთავაზობს“, - აღნიშნავს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ხათუნა კაჭარავა.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაზე მუშაობისას გათვალისწინებულია ამ სფეროში საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების გამოცდილება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და არსებული თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა კი სრულ შესაძლებლობას ქმნის პროგრამამ მასობრივი კომუნიკაციის საერთაშორისო რანგის მკვლევრები მოამზადოს.

სადოქტორო პროგრამას, რომელსაც დოქტორანტი 3 წლის განმავლობაში დაეუფლება, აქტუალობას სძენს რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების საჭიროების გათვალისწინება, სადაც მასკომუნიკაციის სადოქტორო ხარისხის მქონე პროფესორებისა და ლექტორების სიმცირე აღინიშნება. კსუ-ს სადოქტორო პროგრამა გარდა საერთაშორისო მიმართულებისა, რეგიონულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასა და მათი საერთაშორისო კვლევებისა და სწავლების კონტექსტში ჩართვაზე იქნება ორიენტირებული.

კომპლექსური ხასიათი თანამედროვე მასობრივი კომუნიკაციის კვლევების პრიორიტეტული ნაწილია. ამ ასპექტს პროგრამაში დიდი ყურადღება ეთმობა და კვლევების თანამედროვე მეთოდების გამოყენების მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა.

მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა მეცნიერ-მკვლევრებს დაგროვილი ცოდნის, ინოვაციური იდეების ეფექტურად გავრცელების, პრაქტიკაში დანერგვის უნარების გამომუშავების და სასწავლო-პედაგოგიური საქმიანობისას თანამედროვე მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

პროგრამას ამ ეტაპზე 4-წლიანი აკრედიტაცია აქვს და მასკომუნიკაციის მომავალ დოქტორებს სიამოვნებით ელოდება.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-საიტს: https://ciu.edu.ge/news/index/miReba-masobrivi-komunikaciis-sadoqtoro-programaze





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
დედამიწას 22 ტონიანი უკონტროლო ჩინური რაკეტა უახლოვდება
"ბავშვი აბსოლუტურად გათეთრდა“...." - რუსუდან კერვალიშვილი შვილიშვილთან შეხვედრას იხსენებს
მე არ ვისვენებ, მე "ზაგარი“ მივიღე უკვე, თვითონ იბოდიალეს 6 თვე - ზარქუა გიორგი ვაშაძეს პასუხობს
6 მაისს გიორგობაა - წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღე
იმნაძე: ჩვენთან 80% ბრიტანული შტამია, ინდური, აფრიკული და ბრაზილიური ჯერ არ გამოვლენილა
"როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა, მთელი 9 თვე ვნატრობდი, რომ..." - რუსუდან კერვალიშვილი (ვიდეო)
“ვახტანგი გამომემშვიდობა და ამის შემდეგ 12 დღეში გარდაიცვალა, ის კვირაში ერთხელ მიდიოდა მაიასთან,შემდეგ შვილთან ციხეში, განიცდიდა ჩვენ მდგომარეობას”
აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს - პაატა იმნაძე
გამყრელიძე: თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, პანდემიის დასრულება რთული იქნება
"ჰუავეიზე გადავედი" – ჯაფარიძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა
გთავაზობთ ბევრ გამოწვევას და 1 500-დან 3 000-მდე ხელფასს – "გირჩი“ ვაკანსიებს აცხადებს
თიანეთში რძალზე ძალადობის ბრალდებით 96 წლის ვარდო თათარაშვილი პასუხისგებაში მიეცა
"კარტოგრაფებზე გაკეთებული პროპაგანდისტული, ადამიანების მოსპობაზე გამიზნული ფილმის მერე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთობას ვწყვეტ" - ელენე ხოშტარია
“როცა გამოდიხარ, მთავარ კონკურენტად ციხეში მყოფ ნიკა მელიას მიიჩნევ, ჯერ ამხელა ბრძოლა გაქვს წინ და მაინც ენმ-ს ურტყამ ეს არის კომპლექსი…ეს განცხადებები, სამარცხვინოა” – გიორგი ბოტკოველი
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42