REDMED - საქართველოში პირველი სამედიცინო პლატფორმა
ჯანმრთელობა - 11:27, 27 Apr, 2021     4142
ექიმთან კლინიკაში ვიზიტს ხშირად დაუსრულებლად რიგში დგომა ახლავს თან. რიგები შეიძლება იყოს აფთიაქში ან ანალიზებზე ლაბორატორიაშიც. ეს თანამედროვე ადამიანისთვის, რომელსაც დატვირთული გრაფიკი აქვს საკმაოდ მოუხერხებელია. REDMED-ი არის საქართველოში პირველი ციფრული სამედიცინო პლატფორმა, სადაც მომხმარებელს მარტივად და სწრაფად შეუძლია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ერთ აპლიკაციაში შეგიძლიათ რამდენიმე ტიპის სამედიცინო სერვისის მიღება:

  • ექიმთან ვიდეო და სატელეფონო კონსულტაცია
  • დისტანციური კონსულტაციის დაჯავშნა
  • აფთიაქის სახლში გამოძახება
  • COVID-19 ონლაინ პროგრამა
  • საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან ვიდეო კონსულტაცია
  • 24/7 პედიატრიული კლინიკა
  • ლაბორატორიის სახლში გამოძახება ან დაჯავშნა.

REDMED-ით სამედიცინო მომსახურების მიღება შენთვის კომფორტულ გარემოში შეგიძლია და, ამასთანავე, ზოგავ დროს.

წარმოიდგინე, აპირებ საზღვარგარეთ ექიმთან წასვლას - გჭირდება ბილეთის შეძენა, საცხოვრებელი ადგილის დაჯავშნა, ვიზისთვის საბუთების მომზადება, გამოკვლევების თარგმნა და სხვა საკმაოდ ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესების გავლა. REDMED-ის საშუალებით კი შეგიძლია ამერიკაში, გერმანიასა და შვეიცარიაში მოღვაწე ქართველ ექიმებთან გაიარო კონსულტაცია ქვეყნიდან გაუსვლელად, შენთვის სასურველ დროს. თანაც, ამ პლატფორმაზე პაციენტებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხების ატვირთვა შეუძლიათ, რაც დიაგნოზირებას უფრო ამარტივებს.

სისწრაფე არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი პატარების ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროსაც აუცილებელია. REDMED-ის პედიატრიული კლინიკა 24/7-ზეა ხელმისაწვდომი და კვალიფიციური პედიატრისგან დროულ უკუკავშირს მოიაზრებს.

დაუკავშირდი პედიატრს, თუ:

  • გჭირდებათ სწრაფი და დროული რჩევა
  • გაქვთ კითხვები ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებით
  • გჭირდებათ კონკრეტული პასუხი ბავშვის ჩივილზე

პედიატრის ვიდეო კონსულტაციიდან ერთი კვირის განმავლობაში კი ექიმთან განმეორებით კომუნიკაცია უფასოა.

გარდა ამისა, REDMED-ი უკვე ქართველი ემიგრანტებისთვისაცაა ხელმისაწვდომი. სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს ექიმთან დაკავშირება ვიდეო კონსულტაციით მათთვის მოსახერხებელ დროს შეუძლიათ. თანაც, REDMED-ის საშუალებით კონსულტაციას მშობლიურ ენაზე მიიღებენ.

ზოგჯერ ადამიანები ექიმთან ვიზისტისგან თავს იმიტომ იკავებენ, რომ არ იციან კონკრეტული მიმართულებით რომელი სპეციალისტი სჯობს. REDMED-ი ამ პრობლემას მარტივად წყვეტს. საიტზე ან აპლიკაციაში შეგიძლიათ სხვადასხვა მიმართულების ექიმების გამოცდილებასა და კომპეტენციას გაეცნოთ და წაიკითხოთ სხვა მომხმარებლის მიერ დატოვებული შეფასებები.

REDMED-ის სერვისის დასრულებიდან მომავალი 48 საათის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია უფასოდ დაუკავშირდეს ექიმს ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში. ეწვიეთ REDMED-ის საიტს ან ჩამოტვირთეთ აპლიკაცია და მიიღეთ თქვენთვის სასურველი სამეიდიცნო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"40 წუთის უკან აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი - ვატო წერეთელი
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
ყველამ იცის, მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალია - კობახიძე
მარტო სამეფო ტახტზე - დედოფალი ელისაბედი პირველად დაესწო საჯარო ღონისძიებას პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ (ფოტო)
სიგარეტის მოწევის თავის დანებების უჩვეულო მეთოდი (ვიდეო, ფოტო)
მედდას 8 ჩვილის მკვლელობა ედება ბრალად
უგულავას დიეტა უფრო ეფექტურია თუ მელიასი - რას პასუხობენ პოლიტიკოსები ინგა გრიგოლიას (ვიდეო)
"ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა
იტალიაში 23 წლის ქალს შემთხვევით Pfizer-ის 6 დოზა ერთდროულად გაუკეთეს
მაისის ბოლოსთვის კომენდანტის საათიც მოიხსნება, ეს ჩემი აზრია - ცერცვაძე
“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ექვსი თვით…“ - თამარ ლეკვეიშვილი
მიშელის დოკუმენტით ორი "პოლიტკრიმინალი" გათავისუფლდა, სხვებზე მემორანდუმი არ ვრცელდება და სამართალწარმოება გაგრძელდება - კობახიძე
თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა და დადგება შესაბამისი განაჩენი - კობახიძე
ამ წუთებში შეტაკებაა, არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან! - საქართველოს საელჩოს საგანგებო მიმართვა ისრაელში მყოფ ქართველებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42