ივ.ბოკერიას ჰოსპიტალში კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვის ცენტრი გაიხსნა
ჯანმრთელობა - 14:25, 28 Apr, 2021     356
ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა და პაციენტებს უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად კორონავირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მკურნალობას შესთავაზებს.

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ კოვიდის შემდგომ ვირუსი ადამიანის ორგანიზმზე კვალს ტოვებს და მისი გართულებების მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. გართულებები განსაკუთრებით ხშირია რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ ჩივილები არ აღენიშნებათ.

კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვის ცენტრში კოვიდ-გადატანილი პაციენტების ჯანმრთელობაზე ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი იზრუნებს. ცენტრში შესაძლებელია ამბულატორიული და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება. დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ.

გარდა ამისა, ცენტრი სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოსახლეობას მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ შესთავაზებს თერაპევტის მომსახურებას.

ევექსის ჰოსპიტალური ქსელი მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებს ქუთაისსა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზეც აამოქმედებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.evexhospitals.ge





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"40 წუთის უკან აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი - ვატო წერეთელი
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
ყველამ იცის, მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალია - კობახიძე
მარტო სამეფო ტახტზე - დედოფალი ელისაბედი პირველად დაესწო საჯარო ღონისძიებას პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ (ფოტო)
სიგარეტის მოწევის თავის დანებების უჩვეულო მეთოდი (ვიდეო, ფოტო)
მედდას 8 ჩვილის მკვლელობა ედება ბრალად
უგულავას დიეტა უფრო ეფექტურია თუ მელიასი - რას პასუხობენ პოლიტიკოსები ინგა გრიგოლიას (ვიდეო)
"ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა
იტალიაში 23 წლის ქალს შემთხვევით Pfizer-ის 6 დოზა ერთდროულად გაუკეთეს
მაისის ბოლოსთვის კომენდანტის საათიც მოიხსნება, ეს ჩემი აზრია - ცერცვაძე
“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ექვსი თვით…“ - თამარ ლეკვეიშვილი
მიშელის დოკუმენტით ორი "პოლიტკრიმინალი" გათავისუფლდა, სხვებზე მემორანდუმი არ ვრცელდება და სამართალწარმოება გაგრძელდება - კობახიძე
თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა და დადგება შესაბამისი განაჩენი - კობახიძე
ამ წუთებში შეტაკებაა, არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან! - საქართველოს საელჩოს საგანგებო მიმართვა ისრაელში მყოფ ქართველებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42