10 მიზეზი არამკითხეებისთვის, თუ რატომ უნდა დალიოთ ყავა ყოველდღიურად
ეს საინტერესოა - 15:42, 28 Apr, 2021     319
მსოფლიოში ალბათ არ მოიძებნება ზრდასრული ადამიანი, ვისაც ყავა არ გაუსინჯავს. ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ყავა მის ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს და სხვებსაც ამუნათებენ, შეწყვიტონ მისი მიღება. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ყავას საკმაოდ დადებითი თვისებები გააჩნია, მისი ზომიერად მიღების შემთხვევაში. გთავაზობთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა დალიოთ ყავა ყოველდღიურად:
1. ყავა ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა.

2005 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ყავა ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა. ამასთან, მეცნიერების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ანტიოქსიდანტებს ხილი და ბოსტნეულიც შეიცავს, ადამიანის ორგანიზმი ყავისგან უფრო მეტად ეფექტურად იღებს აღნიშნულ ნივთიერებას.
2. ყავის სურნელი სტრესს ხსნის.

გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ყავის სურნელი უძილობისგან გამოწვეულ სტრესს ხსნის.

3. გასაოცარია, თუმცა ფაქტია, რომ ყავას პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირება შეუძლია.

კვლევის შედეგად ადრეც დადგინდა, რომ კოფეინი აღნიშნული დაავადების რისკს ამცირებს. მეცნიერები ახალი კვლევითაც ირწმუნებიან, რომ პარკინსონით დაავადებული ადამიანები მოძრაობებს უკეთ აკონტროლებენ, თუ ისინი ყოველდღიურად სვამენ ყავას.
4. ყავა სასარგებლოა ღვიძლისთვის (განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ალკოჰოლს სვამთ.)
125 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეში მინიმუმ ერთ ჭიქა ყავას მიირთმევს, ციროზისა და ღვიძლის დაავადების წარმოქმნის რისკი 20%-ით ნაკლებია.

5. ყავა ბედნიერების მომტანია.

გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ის პირები, ვინც დღეში 4-5 ჭიქა ყავას სვამენ, ნაკლებად არიან დეპრესირებულები. ეს კი კოფეინს უკავშირდება.
6. ყავის დალევა სუიციდის შემთხვევებს ამცირებს.
საოცარი აღმოჩენა გააკეთეს ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა. მათი განმარტებით, დღეში 2-4 ჭიქა ყავა, სუიციდის რისკს 50%-ით ამცირებს, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში.
7. ყავა კანის კიბოს რისკს ამცირებს.
ასევე საოცარი აღმოჩენა ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმებისგან. ისინი 112 897 ადამიანს 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებიც დღეში მინიმუმ სამ ჭიქა ყავას სვამდნენ, კანის კიბოს დაავადების რისკის ქვეშ ნაკლებად იმყოფებოდნენ.
8. ყავა დაგეხმარებათ გახდეთ საუკეთესო სპორტსმენი.
მეცნიერებმა და ათლეტებმა უკვე იციან, რომ ვარჯიშის წინ ერთი ჭიქა ყავა, სპორტულ შედეგებზე დადებითად მოქმედებს. განსაკუთრებით ისეთ სახეობებში, სადაც ამტანობაა აუცილებელი. მაგალითად - სირბილი და ველოსიპედით სიარული.

9. ყავა დიაბეტის რისკს ამცირებს.


10. ყავა უფრო ჭკვიანს გხდით.
მეცნიერების განმარტებით, ყავა თქვენს ტვინს ეხმარება აზროვნებაში და უფრო ეფექტურ მუშაობაში. განსაკუთრებით გეხმარებათ ყავა უძილობისას ან დილას ახალ გაღვიძებულზე გამოფხიზლებაში.
წყარო: Lifestyle&Fashion.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 160 მილიონს გადააჭარბა
"40 წუთის უკან აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი - ვატო წერეთელი
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
ყველამ იცის, მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალია - კობახიძე
მარტო სამეფო ტახტზე - დედოფალი ელისაბედი პირველად დაესწო საჯარო ღონისძიებას პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ (ფოტო)
სიგარეტის მოწევის თავის დანებების უჩვეულო მეთოდი (ვიდეო, ფოტო)
მედდას 8 ჩვილის მკვლელობა ედება ბრალად
უგულავას დიეტა უფრო ეფექტურია თუ მელიასი - რას პასუხობენ პოლიტიკოსები ინგა გრიგოლიას (ვიდეო)
"ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა
იტალიაში 23 წლის ქალს შემთხვევით Pfizer-ის 6 დოზა ერთდროულად გაუკეთეს
მაისის ბოლოსთვის კომენდანტის საათიც მოიხსნება, ეს ჩემი აზრია - ცერცვაძე
“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ექვსი თვით…“ - თამარ ლეკვეიშვილი
მიშელის დოკუმენტით ორი "პოლიტკრიმინალი" გათავისუფლდა, სხვებზე მემორანდუმი არ ვრცელდება და სამართალწარმოება გაგრძელდება - კობახიძე
თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა და დადგება შესაბამისი განაჩენი - კობახიძე
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42