საფეხბურთო მოედანი, თუ საარჩევნო უბანი - რატომ ტოვებს მარსელო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს
სპორტი - 09:11, 30 Apr, 2021     764

მიზეზი, რომლის გამოც მადრიდის "რეალის" ერთერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა მარსელომ შესაძლოა “ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევრფინალის საპასუხო შეხვედრა გამოტოვოს, მეტად უცნაური და უპრეცედენტოა ამ დონის თამაშებს თუ გავითვალისწინებთ.

საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ესპანეთის მოქალაქე 2011 წელს გახდა, 4 მაისს დანიშნული მადრიდის ასამბლეის არჩევნებზე, შემთხვევითობის პრინციპით, ერთერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად არის მიწვეული.

როგორც ფეხბურთელმა, ასევე “რეალმა” აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა, მადრიდის საარჩევნო კომისიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება არასაპატიო მიზეზად ჩათვალა.

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონში “ჩელსისა” და “რეალს” შორის მატჩი 5 მაისს გაიმართება, წინა დღით კი მარსელო ამ უცნაური მიზეზით მადრიდში უნდა იყოს. კომისია აცხადებს, რომ მარსელოს თამშის დღესაც შეუძლია ლონდონშi ჩასვლა, თუმცა ეს უკვე COVID-რეგულაციებს ეწინააღმდეგება.

კანონის თანახმად, ესპანეთის ყველა მოქალაქე, რომელიც საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული, ნებისმიერი დონის არჩევნებზე შესაძლოა გამოძახებულ იქნას არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მოვალეობის შესასრულებლად, რისთვისაც მას 65 ევროს გადაუხდიან. ამ მოვალეობიდან თავის არიდება მხოლოდ საპატიო მიზეზით შეიძლება.

ესპანეთში მსგავს სიტუაციებში 2019 წელს ლევანტეს გოლკიპერი აიტორ ერნანდესი და 2015 წელს ბილბაოს "ატლეტიკოს" ფეხბურთლი ინაკი ვილიამსიც აღმოჩენილან, ოღონდ აქ საქმე ეროვნული ჩემპიონატის ერთერთ მატჩს ეხებოდა და არა ამ დონის და თან გადამწყვეტ შეხვედრას.

სამეფო კლუბი ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს, რომ ფეხბურთელი საარჩევნო უბნის ნაცვლად მოედანზე აღმოჩნდეს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ვარ გახარებული და ამ ოცნე*ებში შუქნიშანზე გვერდით ამომიდგა პატრული... - გიგა მაქარაშვილი
თბილისში მანქანა ამობრუნდა - ფოტო
კაკული გურიელაშვილი : “მერაბ სეფაშვილი 5 წუთში ერთხელ მირეკავს… 50 წელია, ისრაელში ვცხოვრობ და ასეთი არაფერი მახსოვს”
ბურჭულაძე: წვევამდელები სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყების სისტემაში გაივლიან
ჩვენ არც ფრაქციის თავმჯდომარეობა გვეხარბება, არც მანქანა და მსგავსი პრივილეგიები არ გვიზადავს - “მოქალაქეები” რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებენ
ჩვენი ქვეყანა არასოდეს არ გახდება კაპასი ქალების ქვეყანა - ვასაძე (ვიდეო)
მელიას გათავისუფლებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა... საჭიროა, ეს პროცესი განვითარდეს და გარეთ დარჩენილი პარტიები შევიდნენ პარლამენტში - დეგნანი
ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში - არიან დაშავებულები
გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის - ჯუანშერ ბურჭულაძე
თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს - ჯუანშერ ბურჭულაძე
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი მცირედით გამყარდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის "რაფაელის" მოდერნიზებულ სისტემებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
მომავალი წლიდან საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატებისა და M4-ის ტიპის ავტომატების წარმოება დაიწყება
თბილისში ავტომობილი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე შევარდა
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42