"ოცნება" ფსონს ისევ კალაძეზე დებს - რას ამბობს კალაძე თავის გეგმებზე და ვინ იქნება მერობის კანდიდატი?
პოლიტიკა - 16:36, 30 Apr, 2021     2648

კოვიდპანდემია, პოლიტიკური კრიზისი და კარს მომდგარი არᲩევნები, სადაც ასევე უნდა გაირკვეს, ჩატარდება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არᲩევნები, რომელიც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქართული ოპოზიციის უმთავრესი მოთხოვნაა. მანამდე კი პოლიტიკურმა ოპიზიციამ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა, რის შემდეგაც ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოში მარტო აღმოჩნდა.

ერთპარტიული პარლამენტი - ეს ფრაზა დასავლელი პარტნიორებისგანაც გაისმა, ასეთი პოლიტიკური მოცემულობა, არც ქვეყნის შიგნით და არც საგარეო პარტნიორებᲨი, არავის ინტერესებშია.

საზოგადიება მძიმე სოციალური ყოფისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე გარდაუვალ ცვლილებებს ითხოვს.

ოპიზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება კი ეს იყო ივანიშვილის ხელისუფლების იძულება ცვლილებებისთვის.

პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა და ჩიხური ვითარება შეიქმნა ოპიზიციისა და ენმ-ს ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებით.

დემკორატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი და პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის დევნა - ეს დასავლელი პოლიტიკოსების, მათ შორის აშშ-ის კონგრესისა და სენატის წარმომადბენლთა Შეფასებებია საქართველოს ხელისუფლების მიმსამართით.

ვადამდელ არჩევნებთან ერთად გაირკვევა, ვინ იქნება თბილისის მერი.

ვინ იბრძოლებს ქალაქის მერობისთვის? - ოპოზიცია მელიას გამოსვლას ელოდება, ქართული ოცნება კი კანდიდატს არჩევს.

რას აპირებს მოქმედი მერი და რა პოლიტიკური გეგმები აქვს კახა.კალაძეს, რომლის რეიტკნგიც ოცნების ლიდეთა შორის დიდი ხანია უპირატესია?

კალაძე დღეს იმაზე მეტი ნდობით სარგებლობს, ვიდრე ოცნების პრემიერი, თვით ივანიშვილი თუ ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც ისევ ივანიშვილისადმი დაქვემდებარებულებად მოიაზრებიან.

კალაძის დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯები არც თუ სასიამოვმო აღმოჩნდა თანაპარტიელებისთვის და მას მტრებიც მალევე გამოუჩნდა... კულუარული ინფორმაციით ერთ-ერთი ასეთი ღარიბაშვილია, რომელიც, როგორც შიდა წყაროები გვიყვებიან, "კალაძის უპირატესობას ვერ ინელებს".

არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ოცნება მას თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარადგენს. ასევე აქტიურად განიხილავენ კალაძს გახარიას გუნდში გადასვლის საკითხს.

ნიუპოსტს წყაროს ინფრმაციით, დედაქალაქის მერობაზე ოცნების გუნდიდან კენჭს ისევ კალაძე იყრის. ოცნებაში იმასაც ამბობენ, რომ დღეს პარტიას ოპოზიციასთან სერიოზული ბრძოლა დასჭირდება, მათთვის კი კალაძე ერთადერთი არჩევანია, რომელსაც დედაქალაქშიც და პარტიაშიც ყველაზე მეტი ნდობა აქვს.

ნიუპოსტის ინფორმაციით, კალაძე-გახარიას შორის ალიანსი ვერ შედგება. როგორც გვიყვებიან, კალაძემ გახარიას უარი უთხრა და ის გუნდის დატოვებას არ აპირებს.

კალაძის პრესცენტრში განგვიცხადეს, რომ "დედაქალაქის მერი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, როგორც ამაზე მედიაში არა ერთხელ გაჟღერებულა."

ჯერ-ჯერობით, იმის შესახებ, რომ ოცნების კანდიდატი ისევ კალაძე იქნება, პარტიაში საჯაროდ არ საუბრობენ, მაგრამ Ჩვენი წყაროს ცნობით, კულუარებში კალაᲫის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ.

რა გეგმები აქვს თავად კალაძეს? - ნიუპოსტი შეეცადა კახა კალაᲫისგან გაეგო, როგორია მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორც ნიუპოსტმა თბილისი მერისგან შეიტყო, ის არ გამორიცხავს კენჭისყრას.

"სავარაუდო კანდოდატობას რაც შეეხება, ეს არის თავად კალაძისა და პარტიის გადასაწყვეტი"- ასეთი იყო კალაძის პრესცენტრიდან მიღებული პასუხი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"თავისუფლება!" - ესპანეთში კომენდანტის საათის გაუქმება ცეკვით აღნიშნეს (ვიდეო)
ახლა უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული, რა ვადაში მოხდება მელიას გირაოზე შუამდგომლობის განხილვა - პროკურორი
"მშობლების ჩამოსვლის შემდეგ გვამის ამოცნობაზე მივალთ" - თბილისში გარდაცვლილი ყაზახი გოგონას ოჯახი საქართველოში ჩამოსვლასა და საქმის დეტალებში გარკვევას გეგმავს
ნიკა მელია საპატიმროს უახლოეს საათებში დატოვებს - პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა
სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო - TDI
პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკებით - კომუნისტური პარტიის აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი რუსული დროშების ფონზე - გორში სტალინის მომხრეები საბჭოთა დიქტატორის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ
ჯერ სულ ორი წლისაა და სიცოცხლის უმეტესი ნაწილი კლინიკებში გაატარა... დიაგნოზი მაინც ვერ დაუსვეს, თურქეთში გადაყვანის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ გოგონას ძალიან რთული მდგომარეობა აქვს...
ენმ-ს ლიდერმა, შესაძლოა, საპატიმრო დღეს დატოვოს - რა პროცედურები დარჩა მელიას გათავისუფლებამდე?
თელავში დაკარგული 22 წლის ბიჭი ტყეში გარდაცვლილი იპოვნეს
როდესაც მელია გათავისუფლდება, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი - კახა კუჭავა
ევროპა გვერდში დაგვიდგა და გვაჩვენა, რომ საქართველო მისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირეა - ზურაბიშვილი
ჩვენი, ყველას ვალია, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი ვეტერანები - ღარიბაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის შევეკითხებით... ბაქიბუქობდა ტყუილად და თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა - ღარიბაშვილი მელიაზე
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42