2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 12:12, 01 May, 2021     1718

ვერძი

ამბიციების შემოტევას ვერ გაექცევით, შეეცდებით აჯობოთ ყველას ამა თუ იმ საქმეში და აუცილებლად გამოიჩინოთ თავი, რათა ყურადღება მიიპყროთ და გადაუსწროთ დანარჩენებს კარიერულ ასპარეზზე.

კურო

ყველაფერი მეტად მოსაწყენად და ერთფეროვნად გეჩვენებათ და მეტად მომაბეზრებელი ხდება. შეეცადეთ რაიმე შეცვალოთ, გადით ბუნებაში, შეცვალეთ გარემო და აუცილებლად გადაერთეთ პოზიტივზე, ისუნთქეთ სუფთა ჰაერი, მოიცილეთ აბეზარი ფიქრები.

ტყუპები

შეეცადეთ ყველას დაანახოთ თქვენი მტკიცე ხასიათი და არ დათანხმდეთ სათადარიგო როლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ირგვლივმყოფები იოლად მოგიშორებენ კუთვნილი ადგილიდან და თქვენს იდეებსაც მშვენივრად მიითვისებენ.

კირჩხიბი

იმოქმედეთ სწრაფად და თვდაჯერებულად. არ შეანელოთ ტემპი, მოიკრიბეთ ნებისყოფა და აიღეთ სტარტი, ყველაფერი რასაც ხელს მოჰკიდებთ აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას. დღეს შეგიძლიათ ბევრი კარგი რამ გააკეთოთ.

ლომი

მოერიდეთ ჯგუფურ საქმიანობას და აკეთეთ ის, რაზეც მხოლოდ თვითონ ხართ პასუხისმგებელი. გონებრივი შესაძლებლობების კონცენტრაციით ყოველ საქმეს წარმატებით დააგვირგვინებთ, თანაც სხვათა ჩარევის გარეშე.

ქალწული

არის ალბათობა რაიმე ღონისძიების ორგანიზება დაგევალოთ. დღეს შანსი გექნებათ წარმატებით გაართვათ თავი დავალებას, მოიზიდოთ საჭირო ადამიანები და მათი თანადგომით, ყველაფერი საუკეთესოდ განახორციელოთ.

სასწორი

შესაძლოა გააქტიურდნენ არაკეთილმოსურნეები. თავი ხელში აიყვანეთ, მშვიდად და მტკიცედ შეხვდით კონკურენტების გამოხტომებს, ყველა ხერხი გამოიყენეთ პოზიციების შესანარჩუნებლად, რათა თვიდან არ დაგჭირდეთ ბრძოლა მის მოსაპოვებლად.

მორიელი

ნუ იქნებით ორიენტირებული სწრაფ შედეგებზე, ნუ იჩქარებთ, ასე უფრო დააბრკოლებთ საქმის მსვლეობას. მოთმინებითა და მშვიდი ნაბიჯებით შეძლებთ ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე, სხვა შემთხვევაში მისი დასრულება დიდი ხნით გადაიწევს.

მშვილდოსანი

მოულოდნელად მიღებულმა თქვენმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბევრი გააღიზიანოს და შედეგად, თქვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლაც სცადონ.იყავით ტაქტიანი და წინდახედული, გაცხარება არც ერთ მხარეს არ წაადგება.

თხის რქა

დღეს მარტივია ურთერთგაგების მიღწევა როგორც პირად-სასიყვარულო, ასევე საქმიან სფეროში, იყავით ორგანიზებული და საუკეთესო შედეგებს მიიღებთ. სწორედ ირგვლივმყოფთა დახმარებით შეძლებთ თქვენი მიზნების რეალიზებას.

მერწყული

სანამ საქმეს დაიწებდეთ ყოველგვარი ეჭვი მოიშორეთ გონებიდან და მეტად ენდეთ საკუთარ თავს, სიმტკიცე და თავდაჯერებულობა ხელს შეგიწყობთ წინსვლაში. იმუშავეთ სიმტკიცეზე და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.

თევზები

მშვენიერი, დადებითი ემოციებით აღსავსე დღეა. ენთუზიაზმითა და სასიამოვნო განწყობით მზად ხართ ყველას დასახმარებლად, გარშემომყოფნი კი თქვენი მისამართით არ იშურებენ კომპლიმენტებსა და საქებარ სიტყვებს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 160 მილიონს გადააჭარბა
"40 წუთის უკან აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი - ვატო წერეთელი
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
ყველამ იცის, მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალია - კობახიძე
მარტო სამეფო ტახტზე - დედოფალი ელისაბედი პირველად დაესწო საჯარო ღონისძიებას პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ (ფოტო)
სიგარეტის მოწევის თავის დანებების უჩვეულო მეთოდი (ვიდეო, ფოტო)
მედდას 8 ჩვილის მკვლელობა ედება ბრალად
უგულავას დიეტა უფრო ეფექტურია თუ მელიასი - რას პასუხობენ პოლიტიკოსები ინგა გრიგოლიას (ვიდეო)
"ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა
იტალიაში 23 წლის ქალს შემთხვევით Pfizer-ის 6 დოზა ერთდროულად გაუკეთეს
მაისის ბოლოსთვის კომენდანტის საათიც მოიხსნება, ეს ჩემი აზრია - ცერცვაძე
“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ექვსი თვით…“ - თამარ ლეკვეიშვილი
მიშელის დოკუმენტით ორი "პოლიტკრიმინალი" გათავისუფლდა, სხვებზე მემორანდუმი არ ვრცელდება და სამართალწარმოება გაგრძელდება - კობახიძე
თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა და დადგება შესაბამისი განაჩენი - კობახიძე
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42