როგორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრება
საზოგადოება - 14:23, 03 May, 2021     320

თუკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ ან ჩაბარებას სწორედ იქ აპირებ, ალბათ შენც დაძაბული ადევნებ თვალს საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის „ა“ ლიგას. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „კავკასია“ გადამწყვეტ მატჩებს ხომ სწორედ ახლა ატარებს იმისათვის, რომ სუპერ ლიგის საგზური მოიპოვოს.

გუნდი ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების სერიისთვის განსაკუთრებულად ემზადება - სუპერლიგის კლუბ „ბათუმთან“ გამარჯვება „კავკასიისთვის“ 2021 წლის გაზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

გუნდის მწვრთნელი, ბექა წივწივაძე აღნიშნავს, რომ ჩემპიონატში ორი მოთამაშის ტრავმა ყველაზე დიდი უიღბლობა იყო, რაც გუნდს შეიძლებოდა წელს დამმართნოდა.

„ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა დასკვნით ეტაპზე გამართლება, უბრალოდ, ჯანმრთელი მოთამაშეები გვჭირდებოდა. რევაზაშვილისა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კოლეის არყოფნა გუნდს დაეტყო. მიუხედავად ყველაფრისა, ბიჭებს მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. ჩვენი მიზანი სუპერლიგის საგზურის მოპოვებაა. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს ბათუმის გუნდთან“, - აღნიშნავს, ბექა.

ცნობისთვის, CIU-ს საკალათბურთო კლუბი 2017 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ კლუბმა „ა“ ლიგის ჩემპიონატის ორი ფინალი ითამაშა, თუმცა, სამწუხაროდ, ორივეში დამარცხდა. დამარცხების მიუხედავად, ბექა წივწივაძე თვლის, რომ გუნდმა გამოცდილება საკმარისად დააგროვა.

„ვფიქრობ, რომ დამარცხების ცოდნის გარეშე გუნდი ვერ შედგება გუნდად. გუნდმა უნდა იცოდეს, წინ რა ელის, რამდენად დიდია გამოწვევები, რამდენად მასშტაბური უნდა იყოს ის სტრატეგია, რასაც ვისახავთ. ამ ყველაფრის შემდეგ გამარჯვებას კი სულ სხვა ფასი აქვს“, - აღნიშნავს ბექა.

რამ უნდა გააერთიანოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები?

უნივერსიტეტმა აუცილებელია იცოდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება - მათი სტუდენტები, გარდა ხარისხიანი სწავლებისა, საუნივერსიტეტო ცხოვრების, უნივერსიტეტის სულის გარშემო უნდა გაერთიანდნენ.

ესაა რაღაც, რასაც ერთად უნდა გულშემატკივრობდნენ, რეგულარულ აქტივობებში ებმებოდნენ და რითაც ისინი უნდა ამაყობდნენ. ისინი უნდა ამაყობდნენ იმით, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ უნივერსიტეტში სწავლობენ, რომ მათ ეკუთვნიან.

ერთიანობის განცდა კი ყველაზე უკეთ სპორტში ვლინდება, გულშემატკივრები კი ამ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ.

ბექა წივწივაძე ამბობს, რომ 2020-2021 წლების სეზონი ამ მხრივ სპორტსმენებისთვის ყველაზე რთული იყო.

„გუნდს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოეცალა - ესაა გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნები, რომლებიც თავიანთი უნივერსიტეტის სახელს სკანდირებენ და ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ბიჭებისთვის, თუმცა ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივარი, კსუ-ს თითოეული სტუდენტი და არამხოლოდ ისინი, დისტანციურად კვლავ გვერდში გვიდგას“, - აღნიშნავს ის.

კალათბურთის სიყვარული, მოთმინება და შრომა - არის ის, რასაც გამოცდილი მწვრთნელი თითოეულ ახალგაზრდა და დამწყებ კალათბურთელს ურჩევს.

„რაც შეეხება გულშემატკივარს, იმედი მაქვს, რომ ჩვენ სულ მალე რეალურადაც, კვლავ საკალათბურთო დარბაზში შევხვდებით ერთმანეთს“,- ამბობს ბექა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
დედამიწას 22 ტონიანი უკონტროლო ჩინური რაკეტა უახლოვდება
"ბავშვი აბსოლუტურად გათეთრდა“...." - რუსუდან კერვალიშვილი შვილიშვილთან შეხვედრას იხსენებს
მე არ ვისვენებ, მე "ზაგარი“ მივიღე უკვე, თვითონ იბოდიალეს 6 თვე - ზარქუა გიორგი ვაშაძეს პასუხობს
6 მაისს გიორგობაა - წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღე
იმნაძე: ჩვენთან 80% ბრიტანული შტამია, ინდური, აფრიკული და ბრაზილიური ჯერ არ გამოვლენილა
"როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა, მთელი 9 თვე ვნატრობდი, რომ..." - რუსუდან კერვალიშვილი (ვიდეო)
“ვახტანგი გამომემშვიდობა და ამის შემდეგ 12 დღეში გარდაიცვალა, ის კვირაში ერთხელ მიდიოდა მაიასთან,შემდეგ შვილთან ციხეში, განიცდიდა ჩვენ მდგომარეობას”
აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს - პაატა იმნაძე
გამყრელიძე: თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, პანდემიის დასრულება რთული იქნება
"ჰუავეიზე გადავედი" – ჯაფარიძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა
გთავაზობთ ბევრ გამოწვევას და 1 500-დან 3 000-მდე ხელფასს – "გირჩი“ ვაკანსიებს აცხადებს
თიანეთში რძალზე ძალადობის ბრალდებით 96 წლის ვარდო თათარაშვილი პასუხისგებაში მიეცა
"კარტოგრაფებზე გაკეთებული პროპაგანდისტული, ადამიანების მოსპობაზე გამიზნული ფილმის მერე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთობას ვწყვეტ" - ელენე ხოშტარია
“როცა გამოდიხარ, მთავარ კონკურენტად ციხეში მყოფ ნიკა მელიას მიიჩნევ, ჯერ ამხელა ბრძოლა გაქვს წინ და მაინც ენმ-ს ურტყამ ეს არის კომპლექსი…ეს განცხადებები, სამარცხვინოა” – გიორგი ბოტკოველი
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42