"რამდენისთვის იქნება სიურპიზი ის, რომ ჩვენ..." - რა საიდუმლოს ამხელს ნანა გეგეჭკორი
სოც.მედია - 22:06, 03 May, 2021     2452
ამერიკული საზოგადოებრივი მაუწყებლის (PBS-ის) მომზადებულ ვიდეორგოლს - „როგორ გახდა ამერიკაში მყოფი ორი ქართველი ექიმი კოვიდ პანდემიის გმირი საკუთარ სამშობლოში“, ამერიკაში მცხოვრები ქართველი კარდიოლოგი ნანა გეგჭკორი ეხმაურება.

ამერიკულმა მაუწყებელმა რეპორტაჟი ზურაბ გურულისა და ნანა გეგეჭკორის შესახებ მოამზადა.

"Zurab Guruli ალბათ რამდენისთვის იქნება სიურპიზი ის, რომ ჩვენ, სინამდვილეში, ერთმანეთს პირადად არც ვიცნობთ. ჩვენი მეგობრობა პანდემიური წინახაზიდან დაიწყო...

ნიუ-იორკს პირველი ტალღა რომ დაატყდა, უცხო დაავადებაზე საინტერესო ნიუანსებს ხშირად ვუზიარებდით ერთმანეთს სრულიად უცნობი ექიმები. ასე მიმოვიწერეთ მე და ზურამაც ერთმანეთში.

პირველი კვირა ქაოსური იყო ამერიკაში. ჰოსპიტალური სექტორი მზად არ აღმოჩნდა პაციენტთა მასიური ტალღისთვის. უსწრაფესად შემოელია ჰოსპიტალს პერსონალური თავდაცვის საშუალებები. ჩაკეტილმა ჩინეთმა ფაქტიურად მთელი მსოფლიო დატოვა ყოველდღიური მოხმარების საგნებზე წვდომის გარეშე. მათ შორის აღმოჩნდა სამედიცინო ნიღბები და დაცვის სპეციალური, ანტივირუსული საშუალებები. ერთ-ერთ მორიგეობაზე, უმძიმესი პაციენტის პალატაში გამოძახებულმა აღმოვაჩინე, რომ ნ95 ნიღბის მარაგი ჰოსპიტალში ამოწურული იყო, პაციენტის დასახმარებლად მხოლოდ წუთები მქონდა. ცხადია, ჩვეულებრივი ნიღბით შევედი კოვიდ პალატაში. სხვა გზა იმ წამს მართლა არ არსებობდა. პაციენტის კორონავირუსზე ტესტის პასუხი ჯერად არ იყო ცნობილი, ამიტომ ის სპეციალურ, იზოლირებულ პალატაში მკურნალობდა და იქ ელოდა კოვიდ განაჩენს, იმ დროს როცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არითმიის, პარკუჭების ფიბრილაციის, შეტევა დაეწყო... დახმარება წუთებში აღმოვუჩინე, მერე ლამის საათი გვატარე მის პალატაში სანამ სტაბილურის დატოვებას შევძლებდი... პალატიდან გამოსული სრულიად ახალ რეალობაში აღმოვჩნდი... თუ იმ პაციენტს კოვიდი დაუდასტურდებოდა მე გარდაუვლად ინფიცირებული ვიყავი... საკმარისზე ბევრად დიდი დრო გავატარე მის პალატაში დაუცვლემა. ღამე იმდენად დატვირთული იყო, საკუთარ შიშებთან მარტო დარჩენა არ დამანება, თუმცა სახლში მოსულს ავადმყოფობაზე და სიკვდილზე ფიქრი ამეკვიატა... კოვიდ-ტესტის პასუხს, პანდემიის პირველ კვირაში, მინიმუმ 2 დღე ველოდით.

ჩემი გონება სასწრაფოდ შეუდგა მოსალოდნელი ავადმყოფობისთვის მზადებას და ოჯახის შემზადებას. პირველი კვირის კოვიდ დრამიდან მიღებული შტაბეჭდილება მაიძულებდა საკუთარი სიკვდილი დამენახა. მინდოდა წინასწარ მქონოდა გათვლილი ჩემი მკურნალობის გეგმა, იმ შემთხვევაში თუ გონებას დავკარგავდი და მე ვერ მივიღებდი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ამერიკაში, ექიმს არ აქვს უფლება პაციენტს სურვილის საწინააღმდეგოდ უმკურნალოს. თუ პაციენტს თვითონ არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, მისი ოჯახის წევრი ან მის მიერ წინასწარ განსაზღვრული ადამიანი იღებს რთულ გადაწყვეტილებებს. ვერაფრით მოვნახე ფორმა, მეუღლისთვის გამემხილა ჩემი სურვილები, დაავადების მძიმე ფორმების შემთხვევაში, როდის მინდოდა ექიმს მკურნალობა შეეწყვიტა. ვიცოდი, ასე ჩემზე დარდს გავუასმაგებდი. ვერც მეგობრები და მითუმეტეს დედა და ძმა გავიმეტე ამ თემაზე სასაუბროდ. ბოლოს ზურას ვთხოვე, თუ რთული სამედიცინო ჩარევა დამჭირდებოდა, ჩემს ოჯახს სწორი და ჩემი სურვილების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებოდა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვმეგობრობდით, ვიფიქრე პროფესიულად მიუდგებოდა ამ საკითხს, თან მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარებოდა.

იმ პაციენტს კოვიდი არ აღმოაჩნდა...

მოგვიანებით ზურას ექიმი გავხდი, როცა მას კოვიდი შეეყარა. რადგან ჩვენი შტატები ათასობით კილომეტრითაა ერთმანეთს დაშორებული, მასაც ისევე ვუწევდი პროფესიულ დახმარებას როგორც სხვებს საქართველოში. რამდენიმე დღით მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მივიღე. მის ჰოსპიტლის ექიმს რომ ვესაუბრე, მითხრა, ზურამ მთხოვა მართვითი სუნთქვის საჭიროების შემთხვევაში თქვენ დაგიკავშირდეთ გადაწყვეტილების მისაღებად და საუკეთესო საკონტაქტო საშუალება დამიტოვეთო. ექიმები უკეთ მიხვდებიან რას ნიშნავს ნდობის ეს ხარისხი.

ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მეგობრობას პროფესიული კოლაბორაციაც დაერთო თან.

ეხლა უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ ვირტუალურად. იმედია პანდემია მალე დასრულდება და მექნება საშუალება ვისიამოვნო ჩემს მეგობრებთან პირადი ურთიერთობით.

Nino Zambakhidze ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხარ ჩემს ცხოვრებაში. კიდევ ბევრი საინტერესო იდეა უნდა განვახორციელოთ, რათა განვითარებული ქვეყნების სიკეთეებით საქართველოს ყველაზე მიუვალ სოფლებშიც კი შეძლონ ადამიანებმა სარგებლობა.

Marita Tevzadze, Ana Jangaradze - მადლობა ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ მალე გაგიცნობთ უფრო დიდი აუდიტორია.P.S. ახლა შევნიშნე ამ სიუჟეტის სათაური. კატეგორიულად არ ვეთანხმები გმირობის ამბებს, მაგრამ ამას მე არავინ შემითანხმებდა. ჩვენი პროფესიაა ისეთი, რომ სხვა პრიფესიებისგან განსხვავებული ყოველდღიურობა გვაქვს. საკუთარი საქმის პატიოსნად კეთება არანაირად არ არის გმირობა. გულწრფელად მჯერა, ესაა მინიმალური სტანდარტი რასაც ექიმობა ითხოვს" - წერს გეგეჭკორი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო - TDI
პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკებით - კომუნისტური პარტიის აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი რუსული დროშების ფონზე - გორში სტალინის მომხრეები საბჭოთა დიქტატორის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ
ჯერ სულ ორი წლისაა და სიცოცხლის უმეტესი ნაწილი კლინიკებში გაატარა... დიაგნოზი მაინც ვერ დაუსვეს, თურქეთში გადაყვანის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ გოგონას ძალიან რთული მდგომარეობა აქვს...
ენმ-ს ლიდერმა, შესაძლოა, საპატიმრო დღეს დატოვოს - რა პროცედურები დარჩა მელიას გათავისუფლებამდე?
თელავში დაკარგული 22 წლის ბიჭი ტყეში გარდაცვლილი იპოვნეს
როდესაც მელია გათავისუფლდება, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი - კახა კუჭავა
ევროპა გვერდში დაგვიდგა და გვაჩვენა, რომ საქართველო მისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირეა - ზურაბიშვილი
ჩვენი, ყველას ვალია, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი ვეტერანები - ღარიბაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის შევეკითხებით... ბაქიბუქობდა ტყუილად და თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა - ღარიბაშვილი მელიაზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ბიძგები წალკასთან დაფიქსირდა
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
18 გარდაცვლილი და 1 089 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
გვწამს, რომ ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე ჩვენს პარტნიორობას - ჰარცელი
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42