ჩინური ვაქცინის "სინოფარმის" ეფექტურობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები დიდი ხანია არსებობს, მით უფრო იმის ფონზე, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მისთვის ავტორიზაცია ჯერ კიდევ არ მიუნიჭებია.
ამის პარალელურად კი სხვადასხვა ქვეყნები იმ ვიზიტორებისთვის ხსნის საზღვრებს, რომლებსაც ჯანმოს მიერ მინიჭებული ავტორიზაციის მქონდე ვაქცინა აქვთ გაკეთებული.
კითხვაზე, შეძლებენ თუ არა "სინოფარმით" აცრილი მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას, დაავადებათა კონტრლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ამაში დარწმუნებულია:
"დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლად შეძლებენ, წინასწარი მუშაობები კოვიდ პასპორტზე დასრულებულია ჩვენთან. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს კოვიდ პასპორტთან დაკავშირებულ კონცეფციას წარუდგენს, როგორ მუშაობს ეს კოვიდ პასპორტი. შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას", - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები