"გვითხრან, თუ ამ ქვეყანაში "ოცნების" ზონდერობა და ანაფორა ინდულგენციაა"... - ნიკა გვარამია
საზოგადოება - 21:39, 04 May, 2021     761

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს:

"მე არ ვიცი ახლა სასულიერო პირები არიან ეგენი, თუ ვინ არიან, როგორ შეიძლება სასულიერო პირმა ის გააკეთოს, რაც გააკეთეს. ჯერ იყვნენ მთვრალები. უკაცრავად, სასულიერო პირის სტანდარტი მარტო ის არის, რომ წვერი ჰქონდეს მოშვებული? სხვა სტანდარტებს არ უნდა აკმაყოფილებდეს სასულიერო პირი? ჩვეულებრივი ხულიგნები, მოძალადეები არიან და ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინეს ერთდროულად. ხულიგნები არიან ჩვეულებრივი. მე არ ვიცი, ანაფორიანი იქნება ხულიგანი თუ უანაფორო, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არიან მოძალადეები და სცემეს ჟურნალისტსაც, ოპერატორსაც და ივერი მელაშვილსაც და ეს ყველა დანაშაულთან ერთად, რომელიც ჩაიდინეს და არ არის ეს 126-ე ცემა.. ნამდვბილად არ არის, ეს არის ჯგუფური თავდასხმა და პლუს ამას არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.

და თუ ამ ქვეყანაში ინდულგენცია არის ანაფორა. მაშინ გვითხრან, რომ ეს ასეა. ეს ერთი რაც შეეხებოდა ამ ჯგუფს. მაგრამ მარტო ეს ჯგუფი არ იყო იქ. იქ იყვნენ ზონდერები. რომლებიც იყვნენ დაორგანიზებული გამგებლის მიერ და ესეც ვიცით, და თუ ამ ქვეყანაში ასევე ინდულგენცია არის "ქართული ოცნების" ზონდერობა, ესეც გვითხრან.

ამ ქვეყანაში ძალადობენ მედიაზე და რაც მთავარია ივერი მელაშვილი... უბრალოდ, მე არ ვიცი, ადამიანი რომელიც არის პოლიტიკურად რეპრესირებული, კიდევ უგზავნიან ზონდერებს, რომელიც დააორგანიზა გამგებელმა... - ამბობს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"თავისუფლება!" - ესპანეთში კომენდანტის საათის გაუქმება ცეკვით აღნიშნეს (ვიდეო)
გირაოს გადახდისა და პროკურატურის შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო ნიკა მელიას საპატიმროდან დღესაც არ უშვებს
ახლა უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული, რა ვადაში მოხდება მელიას გირაოზე შუამდგომლობის განხილვა - პროკურორი
"მშობლების ჩამოსვლის შემდეგ გვამის ამოცნობაზე მივალთ" - თბილისში გარდაცვლილი ყაზახი გოგონას ოჯახი საქართველოში ჩამოსვლასა და საქმის დეტალებში გარკვევას გეგმავს
ნიკა მელია საპატიმროს უახლოეს საათებში დატოვებს - პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა
სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო - TDI
პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკებით - კომუნისტური პარტიის აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი რუსული დროშების ფონზე - გორში სტალინის მომხრეები საბჭოთა დიქტატორის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ
ჯერ სულ ორი წლისაა და სიცოცხლის უმეტესი ნაწილი კლინიკებში გაატარა... დიაგნოზი მაინც ვერ დაუსვეს, თურქეთში გადაყვანის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ გოგონას ძალიან რთული მდგომარეობა აქვს...
ენმ-ს ლიდერმა, შესაძლოა, საპატიმრო დღეს დატოვოს - რა პროცედურები დარჩა მელიას გათავისუფლებამდე?
თელავში დაკარგული 22 წლის ბიჭი ტყეში გარდაცვლილი იპოვნეს
როდესაც მელია გათავისუფლდება, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი - კახა კუჭავა
ევროპა გვერდში დაგვიდგა და გვაჩვენა, რომ საქართველო მისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირეა - ზურაბიშვილი
ჩვენი, ყველას ვალია, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი ვეტერანები - ღარიბაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42