"ჩემი ცხოვრება სიცარიელით სავსეა" - თინა ხიდაშელის ემოციური სტატუსი
სოც.მედია - 11:53, 05 May, 2021     4295

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ამბოს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მისი ცხოვრება სიცარიელით სავსეა.

"ჩემი ცხოვრება ბოლო სამი თვის მანძილზე ორი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს – სიცარიელით სავსე!

დიახ, შესაძლოა უცნაურ სიტყვათა კომბინაციად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ასეთია ის – სამთვიანი სიცარიელით სავსე! რომელსაც ყოველ დილით უკვე ოთხმოცდამეათედ გადაწერილი წამლების განრიგის, ან სისხლის ანალიზების, ან კიდევ რომელიმე სხვა მსგავსი პროცედურების წარმატებით მართვის გეგმა და მერე საღამოს გადახაზული ფურცელი ახარებს. ზუსტად იგივე, რაც 45-ე ან 67-ე დღეს იყო. მაგრამ მაინც, ყოველ დილით საგანგებო გულმოდგინებით თავიდან ვგეგმავ.

იცით რას ნიშნავს სიცარიელით სავსე დღეები?

– არაფერი რომ არ ხდება,

– საერთოდ არაფერი იცვლება,

– საერთოდ გამქრალია დინამიკა,

– ყოველი დღე ზუსტად წინას იდენტურია, ამინდიც კი უინტერესო და არაფრის მთქმელია; მაგრამ ამასობაში ყოველ საღამოს სახლში ვბრუნდებით რაღაცის მიღწეულის განცდით დაღლილი, კმაყოფილი, წელში გამართული.

რატომ გიყვებით ამას. ალბათ უფრო იმიტომ, რომ სამწუხაროდ მხოლოდ მე არ მიდგას ამგვარი სიცარიელით სავსე დღეები. დღევანდელ საქართველოში სწორედ ამ სიცარიელით სავსე დღეების „მიღწევები“ და შემდეგ მათზე ტელეეკრანებიდან საუბრები მაშინებს ყველაზე მეტად.

თუ კარგად დააკვირდებით ზუსტად იგივე ხდება გარეთ, ხელისუფლება, ოპოზიცია, მედია, ექსპერტები, უკლებლივ ყველა ამ სიცარიელით სავსე სპირალშია ჩართული და შედეგიც სახეზეა – გაჩერებული, უფუნქციო, გამოწვევებსა და სირთულეებთან განკლავება უუნარო ქვეყანა.

თუ ეს სიცარიელე არ დავძლიეთ გამოსავალი არ იქნება, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ქვეყანა კიდევ უფრო დიდი სიჩქარით იმოძრავებს განწირულის გზაზე.

რა თქმა უნდა, მეც ჩემი რუტინა უნდა შევცვალო. უნდა ავდგე და ვიარო, თუნდაც იმის რისკის ფასად, რომ რა თქმა უნდა აუცილებლად წავიქცევი, მაგრამ თუ არ ავდგები და არ ვცდი, სიარულს თავიდან თუ არ ვისწავლი შესაძლოა ვეღარასოდეს გავიარო, და არ ღირს თუნდაც მორიგი წაქცევის შიში სიარულზე უარის თქმად.

ქვეყანასაც რისკიანი, მათ შორის შესაძლოა წაბორძიკებისა და წაქცევის რისკის ფასად, ახალი სიცოცხლე, სიცოცხლით სავსე დღეების გამრავლება ჭირდება დასადგურებული სიცარიელის ნაცვლად! მხოლოდ აქ არის შესაძლო მორიგი წარმატებების და გამარჯვებების ფორმულა!“,-წერს თინა ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი - ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს
ბარკალაია: წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ხალხნო, კოსმეტიკური რემონტიც გაუკეთეს მგონი - ჟურნალისტი თელარა გელანტია პარლამენტის შესასვლეთან არსებულ რკინის ღობეზე
არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში - დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...
ხანძარი კახეთში - შირაქის მინდვრებზე ნათესები დაიწვა
ძალადობრივი კამპანია სოციალურ ქსელში და ორგანიზებული ჯგუფების მიერ დისკრიმინაციის შენიღბული პიარი - ISFED-ის საგანგაშო კვლევა
ავარია ჩუმლაყში - ავტომობილების შეჯახების შედეგად ადამიანები დაშავდნენ
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42