მართალია, ყავას „ცუდი რეპუტაცია“ აქვს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იგი არც თუ ისე სახიფათოა ჯანმრთელობისათვის. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჩაისაც გარკვეული მინუსები გააჩნია. მაშ ასე, მოდით შევადაროთ და თავად დავრწმუნდეთ, რომელი სასმელი მივირთვათ უფრო ხშირად. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ჩაის დადებითი თვისებების დიდი უმრავლესობა მწვანე ჩაის მიეწერება.
ჩაი
გული: ჩაი აუმჯობესებს არტერიებს და ამცირებს სისხლის წნევას, ხოლო კოფეინგამოცლილი ყავა ქოლესტერინის დიდ რაოდენობას შეიცავს.
ტვინი: მწვანე ჩაის დალევა მინიმუმამდე ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების რისკს.
შარდსასქესო სიტემა: მწვანე ჩაი თირქმელებში კენჭების წარმოქმნას უშლის ხელს.
ძვლები: მწვანე ჩაი ამაგრებს ძვლებს, ხოლო ყავამ შეიძლება ოსტეოპოროზი გამოიწვიოს.
წონის კონტროლი: კოფეინი მაცირებს მადას, მწვანე ჩაი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
კბილები: ანტიტოქსიდანტი, რომელისაც მწვანე ჩაი შეიცავს, ამცირებს კარიესის წარმოქმნას.
ყავა
დიაბეტი: დღეში 4 ან მეტი ჭიქა ყავის დალევა ამცირებს დიაბეტით დაავადების რისკს. ჩაის არ გააჩნია მსგავსი ეფექტი.
ტვინი: ყავა ამცირებს პარკინსონის დაავადების რისკს.
სიმსივნე: ყავის მოყვარულები ნაკლებად ავადდებიან ღვიძლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოთი.
შარდსასქესო სისტემა: ყავა ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოშობას.
აი, რა დასკვნა გამოაქვს ზემოაღნიშნული შედარების შემდეგ პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორს, ქიმიკოს ჯო ვინსონს:
"ყველამ უნდა დალიოს ყავა ან ჩაი, რადგან ორივე სასმელი შეიცავს ანტიტოქსიდანტებს, რომელიც ორგანიზმს ავადმყოფობასთან ბრძოლაში ეხმარება
მასალის გამოყენების პირობები