სადაზღვევო კომპანია ალდაგი კახეთში სტიქიისგან დაზიანებულ მოსავალს აანაზღაურებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:40, 05 May, 2021     1596
კახეთში მომხდარი მასშტაბური სტიქიის ანაზღაურებაზე სადაზღევვო კომპანია ალდაგი აქტიურად მუშაობს. ამ დრომდე ზარალის ანაზღაურებაზე ალდაგში 400-მდე განაცხადია შემოსული. სტიქიიდან მეორე დღესვე კომპანიამ დაიწყო რეგიონის აღწერა, რათა დროულად მოხდეს გლეხებისთვის თანხების ანაზღაურება.

სტიქია კახეთში 29 აპრილს მოხდა და 30 აპრილს განმეორდა. დაზიანებულია 24 სოფელი ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, ყვარლის მუნიციპალიტეტებში. „ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. ძირითადად ვაზი და ერთწლოვანი კულტურები დაზიანდა. ჩვენი ადგილობრივი და ცენტრალური ოფისები აქტიურად მუშაობენ, რომ დროულად შევძლოთ რეგიონის დახმარება,“- განაცხადა ალდაგის აგროდაზღვევის მიმართულების კოორდინატორმა ივანე ბუჯიაშვილმა.

ალდაგი 2014 წლიდანვეა ჩართული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. ამ დროის განმავლობაში ალდაგს 17 მილიონ ლარზე მეტი აქვს გლეხებისთვის ანაზღაურებული. ბოლო წლების განმავლობაში ალდაგმა კიდევ უფრო დახვეწა ანაზღაურების სისტემა, რომლის შედეგად გლეხებს თანხები სტიქიის დადგომისთანავე, რამდენიმე დღეში უნაზღაურდებათ.

გლეხებს მოსავლის დაზღვევა ალდაგში ახლაც შეუძლიათ. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით,მათ დაზღვევის რეალური ღირებულების ნახევრის ან 30%-ის გადახდა მოუწევთ. ვაზის შემთხვევაში სახელმწიფო სუფსიდია 50%-ია. ფერმერებს, ვაზის გარდა, შეუძლიათ დააზღვიონ მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღწეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები და ციტრუსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42