ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვის ცენტრი გაიხსნა
ჯანმრთელობა - 15:30, 05 May, 2021     604
დღეიდან იმერეთის რეგიონის მოსახლეობას საშუალება აქვს კორონავირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მკურნალობა ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტლის ბაზაზე არსებულ კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვის ცენტრში ჩაიტაროს.

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ კოვიდის შემდგომ ვირუსი ადამიანის ორგანიზმზე კვალს ტოვებს და მისი გართულებების მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. გართულებები განსაკუთრებით ხშირია რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ ჩივილები არ აღენიშნებათ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალს კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონში. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ინფექციასთან ბრძოლაში 144 საწოლით ჩაერთო და 1 800 მდე ინფიცირებული პაციენტი გამოაჯანმრთელა.

ჰოსპიტლის ბაზაზე არსებულ კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვის ცენტრში კოვიდ-გადატანილი პაციენტების ჯანმრთელობაზე ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი იზრუნებს. ცენტრში შესაძლებელია ამბულატორიული და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება. დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ.

გარდა ამისა, ცენტრი სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოსახლეობას მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ შესთავაზებს თერაპევტის მომსახურებას.

ევექსის ჰოსპიტალური ქსელი მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კოვიდის შემდგომ ჯანმრთელობის ცენტრებს ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზეც აამოქმედებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.evexhospitals.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ორი წელი წელი "გავრილოვის“ სისხლიანი ღამიდან - სამოქალაქო პროტესტი ოკუპანტს და ხელისუფლების პასუხი მოქალაქეებს (ფოტორეპორტაჟი)
მკვლელობა ბოლნისში - მამაკაცს ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
ბულინგი ბაღებში - უსახსრობის გამო აღსაზრდელი ფოტოს გარეშე დარჩა
"6 წელი სამართალი ვერ ვიპოვნეთ" - სასულიერო პირს, რომელმაც ახალაშენებული კორპუსის 3 სართული მიიღო ხალხი თაღლითობაში ადანაშაულებს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
"მამა იოანემ კაბა აიწია, გადამაჯდა და ორივე ხელით მცემა..მცემდენ ყოველ მე-3 დღეს ლოგინის საფეხურით" - რას ჰყვება ფერიის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი
“მანჯგალაძე სუსი არ გავიგო შენი,სუსი, თუ პრეტენზია გქონდა სააკაშვილთან, გირგვლიანის საქმის დროს გეთქვა, ხმა რომ არ ამოგიღიათ არასდროს!” – თაკო ჩარკვიანი
ე.წ. ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში 20 შემთხვევაა - გამყრელიძე
ხელიდან ვერ გაუშვებთ – 30%–იანი ქეშბექი მხოლოდ 20 ივნისს, Midea-სგან
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავს
"სანამ სული მიდგას, უკან არ დავიხევ" - ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
7 წლის ბავშვის წამება - საქალაქომ მშობელს ბავშვი ჩამოაშორა
“გოგოების “მოხსნა“ უნდოდა... ორი ტყვია ესროლა ბიჭებს... არა, ბიჯო და, მოსკოვს დაეკითხებოდა“ - სისხლიანი ანგარიშსწორება ოკუპირებულ ბიჭვინთაში
საბერძნეთში, 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42