ოჯახური სკანდალი გრძელდება - მიშა ანდღულაძეს ოჯახის წევრები პასუხობენ
სოც.მედია - 15:58, 05 May, 2021     7324

მას შემდეგ, რაც მიშა ანდღულაძემ თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ეკა ჩხეიძის გადაცემა "ყვითელი ყუთში“ ისაუბრა, ჟურნალი "სარკე" მიშას ოჯახის წევრებს , დედას და ძმას გაესაუბრა.

მიშა ანდღულაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ იუმორისტის ყოფილი ცოლი ძალიან ნერვიულობს - მიშა ანდღულაძის დედა და ძმა კი მისმა სატელევიზიო აღიარებამ შოკში ჩააგდო.

დათო ანდღულაძე(ძმა):

"ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ეს. რასაც ამბობს ჩვენს ოჯახზე, ყველაფერი გაზვიადებულია. თუ რამეს განიცდის და სტკივა, ამას კიდევ ტკივილის დამატება უშველის? თუ ჩემგან რამე ძალადობა ახსოვს, მაშინ ისიც გაიხსენოს, რომ მუდამ მისი დამცველი ვიყავი…

ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი, რომ ცოლს თვითონ ღალატობდა. თავად ამბობს, მინდა, ერთად შევყარო მისი კაცები და დავწვაო და კიდევ სხვა არის მოძალადე?!. ერთხელ მის მეზობელთან სტუმარი მივიდა, მიშამ აივნიდან ქვა გადააგდო და მანქანის მინები ჩაამტვრია. მამაჩემს მაშინაც არაფერი უთქვამს მისთვის, ისე გადაიხადა ფული. მაშინ ველოსიპედზე არ დავსვით მე და ჩვენმა მეზობელმა ბიჭმა და ამიტომ მოიქცა ასე…

ლალი ხომასურიძე (დედა):

"როგორც ამბობს, სულ მუშტი-კრივში ვიყავით, რაც აბსურდია. ძალიან კარგი ბავშვობა ჰქონდა და მე და ჩემმა ქმარმა ყველაფერი გავაკეთეთ შვილების წინსვლისთვის".

შეგახსენებთ, რომ იუმორისტმა სკანდალურ ინტერვიუში ილაპარაკა მამის ძალადობის შესახებ, ისევე, როგორც იმაზე, თუ რამდენი წელი დასჭირდა, რომ ის ციხეში გაეშვა, ასევე განაცხადა, რომ მას ცოლი ღალატობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...
ხანძარი კახეთში - შირაქის მინდვრებზე ნათესები დაიწვა
ძალადობრივი კამპანია სოციალურ ქსელში და ორგანიზებული ჯგუფების მიერ დისკრიმინაციის შენიღბული პიარი - ISFED-ის საგანგაშო კვლევა
ავარია ჩუმლაყში - ავტომობილების შეჯახების შედეგად ადამიანები დაშავდნენ
ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობას წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან
“ჭადბურთი“ სპორტმშენის გამარჯვებულია
ბოლნისში მომხდარი მკვლელობა - პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა
საქართველო გაყიდეთ, ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ - რობერტ სტურუა
თამარ ჟვანია პარლამენტში მივიდა - ცესკო-ს თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42